თბილისის "ლოკომოტივს" ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"თბილისის ლოკომოტივს ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის.

ლაშა ჭაღიაშვილი რამდენიმე წელია ლოკომოტივში მუშაობს. 2009/2010 წლების სეზონში, ჭაღიაშვილი ლოკომოტივში გელა სანაიას ასისტენტი იყო. 2010/2011 წლებში იგი დუბლშემადგენლობას წვრთნიდა.

მოგვიანებით, 2013 წლამდე, ჭაღიაშვილი ლოკომოტივის 17-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა, საიდანაც ქუთაისის ტორპედოში, დუბლების მთავარ მწვრთნელად გადაინაცვლა.

2014/2015 წლების სეზონში, ლაშა ლოკომოტივში დაბრუნდა და მას შემდეგ ლოკოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. ბოლოს ის გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტი იყო".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინმე ნორმალური ფეხბურთელები დაიმატეთ
ისე რა აზრი აქვს მონაწილეობას ჩემპიონატში? ევროპის ლიგაზე თამაშობდით დ ახლა ოთონდ არ გავარდეთ უმაღლესი ლიგადნ იმაზე გაქვთ საფიქრალი
მიდი ლოკო
20:47 22-01-2022
0
3 თამაშს წააგებს და გაუშვებენ
თემო
22:45 19-01-2022
0

სიახლეები პოპულარული