არაბიძე ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა - ქართულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 200 000 ევრო გადაიხადა და "ნასიონალიდან" გამოისყიდა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს.

ჩვენი სანდო წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი იმერულ კლუბთან დღეს 2-წლიან კოტრაქტს გააფორმებს.

Sportall.ge-სთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ "ნასიონალი" არაბიძის გამოსასყიდ თანხად 400 000 ევროს ითხოვდა.

საბოლოოდ, პორტუგალიელები ქუთაისელებს 200 000 ევროზე შეუთანხმდნენ, ოღონდ ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერიდან პროცენტებს მიიღებენ.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ არაბიძე თურქეთში გაფრინდება და გუნდს მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ღმერთმა ქნას 2 მილიონი გახდეს მისი ფასი. მთავრია ჭკუა ისწავლოს განვლილი ცხოვრებიდან და თანამედროვე ფეხბურთი ითამაშოს.
ჰაჰა
24 იანვარი 2022 13:37
1
მადლობა ღმერთს მოსცილდა "მოწინავე" ევროპას !! ეხლა ჯერი დინამოზეა ჩაკვეტაძე უნდა გამოისყიდონ გენტიდან და მთელს აქართველოს მოგვიმადლიერებენ !
zura222
24 იანვარი 2022 13:33
8
ვინ წერს წიგნებს მწვრთნელებისათვის, ვინც გიორგის მსგავს ნიჭიერ ფეხბურთელებს ავარჯიშებს და ასეთ სამარცხვინო ფასამდე აიაფებს? ასეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელებს უცხოეთში ისე ავარჯიშებენ, რომ მათი ფასი მუდმივად იზრდება და 20 მილიონ ევროზე ნაკლები იშვიათად არის!
Guja Kakhadze
24 იანვარი 2022 13:25
4
კაია!
ახლა ინაწილონ დინამოებმა მეორე მესამე!
ტორპედო ჩემპიონ!
ქუთაისი
24 იანვარი 2022 12:41
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული