ნახევარმცველი გიორგი ივანიაძე კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორული კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:
"22 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ივანიაძე "დილაში" ითამაშებს. ახალგაზრდა ვინგერმა ჩვენს კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. გიორგის ძირითადი სათამაშო პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგია, თუმცა თამაში როგორც მარჯვნივ, ისე ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად შეუძლია.
ივანიაძე "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია. მას ასევე ნათამაშები აქვს "შუქურას", "გაგრას", "სამტრედიას", "შევარდენი 1906"-ის და თბილისის "მერანის" რიგებში, ბოლო სეზონის მეორე ნახევარი კი ეროვნული ლიგა 2-ის გასული სეზონის ჩემპიონ ბოლნისის "სიონში" გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც 14