თითქმის თანაბარ პირველ ტაიმში მასპინძლებმა 2 წუთში ორი გოლი გაიტანეს. ჯერ სწრაფი კონტრიერიში მოისწრაფიშვილმა დააგვირგვინა, შემდეგ კი ბარნსის განივი გადაცემისას ყველას ბილენკიმ დაასწრო და ბურთს კვასხვაძის კარში მიუჩინა ადგილი. ტაიმის დასასრულს სტუმრებმა პაპავა უმეთვალყურეოდ დატოვეს, მაგრამ მისი თავით დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მეორე ტაიმში „დინამო“ უპირატესობას ფლობდა, მესამე გოლი თავურით ბენიომ გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყდა. ცხადაძის შეგირდები ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და კომპენსირებულ დროში კამარამაც გამოიჩინა თავი.
სამწუხაროდ, ქუთაისურმა გუნდმა პასიურად ითამაშა, კარში ბურთი არ დაურტყამს და უშანსოდ დამარცხდა. ეს მით უფრო გასაკვირია, რომ ზამთარში სერიოზულად გაძლიერდა.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ტორპედო 4:0
გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (29), 2:0 ბილენკი (31), 3:0 ბენიო (65), 4:0 კამარა (90+1)
დინამო (თბ) (4-4-2): კერესელიძე, მალი (მაისურაძე 80), ბენიო, პაპავა (კ), ხვადაგიანი, ბარნსი (კირკიტაძე 80), მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (ლომინაძე 70), კამარა, ანტილევსკი (სხირტლაძე 61), ბილენკი
ტორპედო (3-4-1-2): კვასხვაძე (კ), ნადარაია, მირცხულავა, გოგლიჩიძე (აბულაძე 63), ქიმაძე, ცინცაძე, მანჯგალაძე (კუხიანიძე 63), შულაია, პაპუნაშვილი (ტაბატაძე 83), ახვლედიანი, მჭედლიძე (ბუღრიძე 63)
4 მარტს თბილისის „დინამო“ გასვლაზე ბათუმის „დინამოს“ შეხვდება, ხოლო „ტორპედო“ „დილას“ უმასპინძლებს.