არაბიძის "ტორპედოს" განაცხადში შეყვანა ჭიანურდება

AutoSharing Option
"ტორპედო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ პორტუგალიური მხარის გამო გიორგი არაბიძის განაცხადში შეყვანა ჯერ ვერ მოახერხეს:

"სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გორის "დილასთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს გიორგი არაბიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის "ტორპედოს" მხრიდან ამ ტრანსფერის განსახორციელებლად დოკუმენტაცია სრულად იქნა მიწოდებული, პორტუგალიური მხრიდან "სამტრედიასა" და არაბიძეს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებისა და სათანადო დოკუმენტაციის არგამოთხოვნის გამო პროცესი შეფერხდა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ პრობლემის აღმოფხვრას და იმედს ვიქონიებთ, რომ უკვე მომდევნო მატჩში ვიხილავთ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
აკი გამოისყიდესო?:)
Hi
05 მარტი 2022 09:19
0
არ გამოუსყიდიათ არაბიძე ვინ გადაიხდის ფულს კარგით რა ტყუილები დაწერეს რეკლამისთვის
Stepanenko
05 მარტი 2022 09:16
0
არაბიძე კი არა ცეცაძე არ უნდა შეიყვანოთ, თორე ისეთდი შეგიყვანთ "სამტრედია"მონაგონი იქნება.
რეზო
04 მარტი 2022 19:07
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული