"ტორპედომ" ბუღრიძის ჩინებული გოლით "დილას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეორე ტურში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „დილა“ 1:0 დაამარცხა.

ქუთაისში წვიმიან ამინდში გულშემატკივრებმა ლამაზი თამაში იხილეს: დებიუტში მასპინძლები ბუღრიძემ ლამაზი გოლით დააწინაურა, ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ მეტი გოლი არ გავიდა და „ტორპედომ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

8 მარტს „დილა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, „ტორპედო“ კი თბილისში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დილა 1:0
გოლი: ბუღრიძე (4)

ტორპედო (3-4-1-2): კვასხვაძე, სანდოხაძე, ნადარაია, ქიმაძე, ტაბატაძე (კ), მანჯგალაძე, კუხიანიძე, შულაია, პაპუნაშვილი (ცინცაძე 63), ბუღრიძე (კარაგუნისი 86), მჭედლიძე (ახვლედიანი 63)

დილა
(4-2-3-1): ბულისკერია, სილვა, ნონდი, ჭიჭინაძე, გაფრინდაშვილი, გაგნიძე (კ), სანტოსი, მოსიაშვილი (ტავარეში 73), ივანიაძე (გომისი 46), მაქაცარია (მადინგა 63), ღუდუშაური (დრამე 81)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ცეცაძე სადაც არის იქ საქმე არ კეთდება პირიქით ფუჭდება,ლვოვიდან გამოაგდეს ერთი თამაში ვერ მოიგო,ნაკრებს ფურთხების გამო მოაშორეს,საბურთალოში ბიჭებმა მიუჩინეს ადგილი და გამოაძუნძულეს,სამტრედია გააგდო,ეხლა ტორპედოს დაანგრევს,ასეთი როგორ უნდა გყავდეს მწვრთნელად,ტორპედო მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს!
ლადო
23:53 05-03-2022
0
პაპუნაშვილს სავარაუდოდ ზედმეტი წონა აქვს. ამიტომ უკმაყოფილო სახით კი არ უნდა დატოვოს მოედანი, როცა მწვრთნელი ცვლის, არამედ საკუთარ თავზე მეტი უნდა იმუშაოს. მისგან მეტს ველით. ველით ნაკრებში დაბრუნებას. ასევე, მჭედლიძესგანაც მეტს ველით, პირველ რიგში - მეტ მოქნილობას და სწრაფ გადაწყვეტილებებს. ასეთი სიზანტე არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს. ემპოლის მერე ტორპედოში რომ თამაშობს, ამის გამო თუ მოტივაცია დაუდაბლდა, ეს არაა კარგი. მეტი მოტივაცია და მეტი მონდომება! ფეხბურთი პირველ რიგში არის თამაშის სიყვარული და ამის შემდეგ - სად თამაშობ და რამდენს იღებ ხელფასს. თუ ფეხბურთელს თამაში უყვარს, ერთნაირი მოტივაციით ითამაშებს "ემპოლიშიც", ქუთაისის "ტორპედოშიც" და ტყიბულის "მეშახტეშიც".
კირკიტა
15:29 05-03-2022
0

სიახლეები პოპულარული