"თელავმა" "სიონი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-2 ტურში "თელავი" ბოლნისის "სიონს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრების მხრიდან ანგარიში გიორგი კვერნაძემ (47) გახსნა, საბოლოო ანგარიში კი ლაშა ქოჩლაძემ (68) დააფიქსირა.

თელაველებს 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვთ და მე-2 ადგილზე იმყოფებიან, შემდეგ შეხვედრას 9 მარტს, წყალტუბოს "სამგურალის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

"სიონი" 0 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში (იმავე 9 მარტს) კი თბილისის "დინამოს" ესტუმრება.

"სიონი" (4-2-3-1) - ისიანი, კორიპაძე (ტვილდიანი 72), გადრანი (ჯაპიაშვილი (51), კი
ლასონია, ნემსაძე, მაჩაიძე, ლ. ხორხელი (რაფაელ დე ლა სოუზა 61), ნ. ხორხელი, ზურაბიანი (დუმბია 61), ჩუკვურა (ჩაგანავა 72), ტაბატაძე.

"თელავი" (4-2-3-1) - ბეზკროვნი, კაპანაძე, თოლორდავა, თევზაძე, ფაცაცია, მერახველიძე, ქანთარია, აშორტია, ქოჩლაძე (პავიშიჩი 72), მახარობლიძე (კვერნაძე 46), გოშთელიანი (მუჯირი 46).



მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არა საფეხბურთო საქციელია ფეხბურთელი ორი მეტრით წინ იყო ფეხბურთელზე და ტრამვას იღებს ფეხბურთელს არ უნდა გაეგრძელებია თამაში ბრაზილიელმა ჯეფინიომ წინა ჩემპიონატში ანალოგიურ სიტუაციაში ბურთი გადააგდო და ფეხბურთელთან დახმარება ცადა ამან კი რა ქნა სირცხვილი ამას უფალი არ გაპატიებს რომ იცოდეთ
მიხო
10:11 06-03-2022
0

სიახლეები პოპულარული