ეროვნული ლიგის მე-2 ტურში "თელავი" ბოლნისის "სიონს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრების მხრიდან ანგარიში გიორგი კვერნაძემ (47) გახსნა, საბოლოო ანგარიში კი ლაშა ქოჩლაძემ (68) დააფიქსირა.
თელაველებს 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვთ და მე-2 ადგილზე იმყოფებიან, შემდეგ შეხვედრას 9 მარტს, წყალტუბოს "სამგურალის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
"სიონი" 0 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში (იმავე 9 მარტს) კი თბილისის "დინამოს" ესტუმრება.
"სიონი" (4-2-3-1) - ისიანი, კორიპაძე (ტვილდიანი 72), გადრანი (ჯაპიაშვილი (51), კილასონია, ნემსაძე, მაჩაიძე, ლ. ხორხელი (რაფაელ დე ლა სოუზა 61), ნ. ხორხელი, ზურაბიანი (დუმბია 61), ჩუკვურა (ჩაგანავა 72), ტაბატაძე.
"თელავი" (4-2-3-1) - ბეზკროვნი, კაპანაძე, თოლორდავა, თევზაძე, ფაცაცია, მერახველიძე, ქანთარია, აშორტია, ქოჩლაძე (პავიშიჩი 72), მახარობლიძე (კვერნაძე 46), გოშთელიანი (მუჯირი 46).