"წადი, თორემ ძალით გაგიშვებთ!!!" - "ტორპედოს" ფანები ცეცაძის წასვლას მოითხოვენ

AutoSharing Option
Facebook-ზე "ტორპედოს" გულშემატკივართა გვერდი We are torpedo განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე "ტორპედოს" დონის არაა და გუნდი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს. 

"ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 შეხვედრაში "ტორპედომ" ჯამში კატასტროფული შედეგები აჩვენა!!!

სადაც ყოველგვარი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავარ მწვრთნელს!!!

ეს ადამიანი არ არის ქუთაისის "ტორპედოს" დონის და რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს გუნდი!!!
#ცეცაწადი !!! თორე ძალით გაგიშვებთ!!!", - წერია განცხადებაში.

ეროვნული ლიგის 3 ტურის შემდეგ "ტორპედოს" 1 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, რითიც
მე-8 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 28 /
სამი თამაში ახალი გუნდით ბევრი ვერაფერის მთქმელია,ცოტა ადროვეთ ერთი სამი თამაში კიდე.ასე ვერცერთი მწვრთნელი ვერ იმუშავებს..ათასი ჩასაფრებულია ამ ტორპედოს ირგვლივ..ყოფილი მწვრთნელი ტუ ათასი კლანი..
გია
20:14 10-03-2022
0
ბატონი ჯუმბერ ხაჟალია თუ ცოცხალია, წადით ჰკითხეთ და ის გეტყვით როგორ უნდა მოიქცეთ!
ტაბუცაძე
12:28 10-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული