"წადი, თორემ ძალით გაგიშვებთ!!!" - "ტორპედოს" ფანები ცეცაძის წასვლას მოითხოვენ

AutoSharing Option
Facebook-ზე "ტორპედოს" გულშემატკივართა გვერდი We are torpedo განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე "ტორპედოს" დონის არაა და გუნდი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს. 

"ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 შეხვედრაში "ტორპედომ" ჯამში კატასტროფული შედეგები აჩვენა!!!

სადაც ყოველგვარი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავარ მწვრთნელს!!!

ეს ადამიანი არ არის ქუთაისის "ტორპედოს" დონის და რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს გუნდი!!!
#ცეცაწადი !!! თორე ძალით გაგიშვებთ!!!", - წერია განცხადებაში.

ეროვნული ლიგის 3 ტურის შემდეგ "ტორპედოს" 1 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, რითიც
მე-8 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 28 /
უცხოელი სპეციალისტი კი არა და ჯერ საღორიას ბაზის კარები შეღებეთ .
Vep1963
16:51 09-03-2022
1
ყველა ფანკლუბი ხულუგნურ დაჯგუფებას რატო გავს ჩვენთანაც და მსოფლიოში? რას ქვია ძალით გაშვება შეიძლება გულშემატკივარი ხარ მარა არის საკითხები რაც არაა კონკრეტული ხალხის საქმე კლუბს იმიტო ყავს ხელმძღვანელობა მატი გადასაწყვეტია მოყვანაც და გაშვებაც კაი მოვიდა თქვენი რჩევით ახალი 5 წააგო ზედიზედ გაუშვით მოვიდა კიდე ახალი იმან საერთოდ 7 წააგო ზედიზედ ამიტო პური უნდა აცხოს მეპურემ თქვენ რაც გევალებათ თამაშის დროს ის გააკეთეთ მაღალ დონეზე
ნოდო
15:52 09-03-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული