თბილისის "დინამომ" "სიონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მესამე ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „სიონს“ 1:0 სძლია.

მასპინძლები პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგ „დინამოს“ მწვრთნელმა ცხადაძემ სამმაგი ცვლილება განახორციელა, მისმა გუნდმა მეტოქის კარზე უფრო სახიფათო იერიშების მიტანა დაიწყო და ანტილევსკიმ კამარას პასით სადებიუტო გოლით გამარჯვება დედაქალაქელებს მოუტანა.

თბილისის „დინამომ“ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ლიდერებს დაეწია და 14 მარტს „დილას“ უმასპინძლებს, ხოლო უქულოდ მყოფი „სიონი“ „სამგურალს“ მიიღებს.

თბილისი. “დინამო არენა“
დინამო (თბ) - სიონი 1:0
გოლი: ანტილევსკი (65)

დინამო (თბ) (4-4-2): პრიეტო,
მალი (კამარა 46), ხვადაგიანი, ბენიო, სტეფენი, კირკიტაძე (გვიშიანი 46), მექვაბიშვილი (კ), მოისწრაფიშვილი, ბარნსი (მაისურაძე 73), გაბედავა (ბილენკი 46), ანტილევსკი (პაპავა 80)

სიონი (5-3-2): ისიანი, ნემსაძე (ტვილდიანი 73), ჩუკვურა, კილასონია (კ), ჯაფიაშვილი, მაჩაიძე (ღამბარაშვილი 81), ფოცხვერია (დე ლა სოუზა 81), დუმბია, ლ. ხორხელი (ზურაბიანი 73), ტაბატაძე, ნ. ხორხელი (ჩაგანავა 73)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული