ეროვნული ლიგის მესამე ტურში „გაგრამ“ „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა.
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა 33 წლის თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ 26 წუთში „ლოკოს“ კარი ორჯერ დალაშქრა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
"გაგრამ" ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და 15 მარტს "თელავს" შეხვდება, უქულო "ლოკომოტივი" კი 13 მარტს ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.
ლოკომოტივი - გაგრა 0:2
გოლი: 0:1 ვაწაძე (8), 0:2 ვაწაძე (26)