ათავისუფლებს თუ არა "ტორპედო" ცეცაძეს - ქუთაისური კლუბი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" Facebook-გვერდი სოციალურ ქსელში კლუბის განცხადებას ავრცელებს:

"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება ეროვნული ჩემპიონატის პირველ 3 ტურში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო გულშემატკივართა მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ.

"ტორპედოს" ერთგული გულშემატკივარი გუნდისგან ყოველთვის მაღალ თამაშის ხარისხსა და შედეგს მოითხოვს, რომელიც კლუბის მოთხოვნის ანალოგიურია. მივიჩნევთ, რომ გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ფაქტებზე გააზრებული და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული.

ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩატარებულ სამ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი,
თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავს ვიკავებთ. ვთვლით, რომ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე მყოფი გუნდისთვის, რომელიც შეთამაშების სტადიაზეა, საუკეთესო გამოსავალი არ იქნება ცვლილებები.
დღეს „ტორპედო“ ახალი ხელმძღვანელობით, ახალი მწვრთნელებითა და ახალი ფეხბურთელებით, შენების პროცესის საწყის ეტაპზეა და ყველაზე მეტად გუნდს ახლა სჭირდება გვერდში დგომა, რომელიც გულშემატკივართა მხრიდან ტორპედოელებს არასოდეს მოკლებიათ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ტორპედოს" გულშემატკივრებმა გუნდის მწვრთნელის, გია ცეცაძის გათავისუფლება მოითხოვეს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ტორპედოს ქომაგები სააკაშვილს მაგონებენ.მიშასაც ჰგონია რო დედამიწა მის გარშემო ტრიალებს და დემოკრატიის შუქურაა და ტორპედოს ქომაგებსაც ჰგონიათ რო ვინმე რამეს ეკითხებათ და მინიმუმ მილანის დონის გუნდია ტორპედო.
ლ.გიო
10 მარტი 2022 14:51
10
გაზრდილხარ და ჭკუა მოგმატებია,იქნებ დატოვო კოორდინატები რომ შეგეხმიანოთ და ჭკუა დაგვარიგოთ,ისე ნაცი რომ ხარ არ გიტყდება?
ლ.გიო-ს
10 მარტი 2022 20:40
8
ცეცაძეს თავგამოდებით იცავ,გვემალება ცეცაძე იცის თავას სახელი რაც არის,პირველ რიგში კაცი უნდა იყო რომ მწვრთნელი გახდე,ცეცაძე არც ერთია და არც მეორე..მოუწევს ტორპედოდან წასვლა..
ლ.გიო-ს
12 მარტი 2022 10:30
0
ყველა გამოხმაურება
სამწუხაროა, რომ ტორპედოს ასეთი სულსწრაფი გულშემატკივრებიც ჰყავს. მახსენდება, რამდენს ლანძღავდნენ რა სიტყვებით ჩხეტიანს, როცა პირველად მოვიდა მწვრთნელად ტორპედოში, სანამ სიტუაციას დაალაგებდა. შემდეგ, როცა ტორპედო ჩემპიონი გახადა და თასისმფლობელი, თანაც არა ერთხელ უცებ შეცვალეს ლანძღვა-გინება ცამდე აიყვანეს, რომელსაც ნამდვილად იმსახურებდა კიდეც ქუთაისის ეს პატრიოტი კაცი.
ამიტომ სწორად მიმაჩნია ტორპედოს ხელმძღვანელობის პოზიცია რადიკალური ღონისძიებებისგან თავის შეკავების შესახებ. აქვე მინდა ვთხოვო საქართველოსთვის საყვარელ ტორპედოს გულშემატკივრებს, მათაც შეიკავონ რადიკალური ქმედებებისგან თავი და აცალონ მწვრთნელს მუშაობა, რომელსაც ჩემპიონობა მის მომზადებულ არა ერთ გუნდს აქვს მოპოვებული.
წარმატებები ტორპედოს ქართული ფეხბურთის სადიდებლად.
გიზოგ
10 მარტი 2022 15:45
14
გუნდი რამოდენიმე თვეში არ კეთდება... მოითმინეთ და დაელოდეთ.
tngh
10 მარტი 2022 15:17
5
იმედია სეზონის ბოლოს არ ინანებთ ამ დაკარგულ დროს და ქულებს
sormona
10 მარტი 2022 15:28
4
ჭიაბრიშვილი მოიყვანეთ...
torpedo
10 მარტი 2022 20:06
2
შარშან ბეწვზე გადარჩა ტორპედო გავსრდნას მაგრამ ცეცაძემ ასე თუ გააგრძელა წელს ვერ გადავრჩებით. აცადეთო რო იძახით , გუნდს აშკარად არ ეტყობა მწვრთნელის ხელი ყველა მის ჭკუაზე თამაშობს და მეტი რაღა უნდა აცალო სანამ მთლად არ ჩავიძირებით?
ზაზა
10 მარტი 2022 23:53
3
ტორპედო ახალი კოლექტივია და ამ სეზონზე ნუ ელოდებით რაიმეს..რადიკალურად ვერც ახალი მწვრთნელი შეცვლის რაიმეს..ამ კაცმა მოიყვანა ეს ფეხბურთელები და უკეთ შეუძლია რაიმე გააკეთოს ვიდრე ვინმეს.ის ახალი კიდე თავისას მოიყვანს და ასე დაუსრულებლად..
გოჩა
10 მარტი 2022 20:18
7
ვფიქრობდი რომ ახალი, სოლიდური მფლობელი, საბოლოოდ დასვამდა წერტილს "ტორპედოს" გაუთავებელ ფიასკოზე, მაგრამ თავშივე დიდი შეცდომა, დაუშვა, ნულოვანი პროფესიონალური ცოდნითა და საეჭვო რეპუტაციის და მორალის სუბიექტს მიუნდო და ტრადიციების მატარებული კლუბი, თავისი ქომაგით უფრო მეტად კრიზისში შეიყვანა.
niko
10 მარტი 2022 21:37
4
ცეცაძეს არც ერთ გინდში არ ქონია შედეგი, აცადეთ იქნებ აქ მაინც ისწავლოს რამე. სამწუხარო იქნება თუ გუნდს ჩაძირავს და მერე უკვე გვიან იქნება. წარმატებები ტორპედოს.
torpedo
10 მარტი 2022 20:03
1
ამ კაცს ყველა გუნდიდან აგდებენ და რომ დანიშნეს რას ელოდებოდნენ ამ მწვრთნელისგან
gio
11 მარტი 2022 10:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული