"იმედია, რონალდოს მაისურს მე მივიღებ" - კვარაცხელია

AutoSharing Option
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:

"რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ, რადგან მათ გარანტირებული აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. ყველაფერი შესაძლებელია, შანსის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვეცდებით, ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ.

რონალდოსთან შეხვედრის გამო ღელვას არ ვგრძნობ, პირიქით, ვოცნებობდი, მის წინააღმდეგ მეთამაშა. რონალდო ბოლოს ევროპაშიც აღარ თამაშობს და სასიამოვნოა, სანაკრებო დონეზე რომ შევხვდები. მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, მის
მაისურს მივიღებ.

პეპეს წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიტანოთ! თოთოეული ფეხბურთელი მზადაა, მაქსიმუმი დადოს. ბევრჯერ მოგვიგია ან მოგებაც შეგვეძლო. ხვალ მოსაგებად გავალთ!..

ბოლო წუთებზე გამოუყენებელი მომენტები ცუდად გვახსოვს, მაგრამ ისიც ვიცით, გარდატეხის შეტანა ყოველთვის შეგვიძლია. ლეაო ჩვენ წინააღმდეგ რომ ვერ ითამაშებს, ეს სამწუხაროა, ამავდროულად კი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. უფრო მეტს ვიმსახურებდით, შესაძლებელი იყო, უფრო მეტი ქულა გვქონოდა.

ჩეხეთთან ვგრძნობდით, რომ თითქოს საქართველოში ვთამაშობდით. სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს, იქ ვითამაშებ. ზოგადად, ძირითადად, ფლანგზე ვთამაშობ. ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი პორტუგალიასთან გამომივიდეს".

ღვთისავარ ანთაძე გელზენკირხენიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.


მკითხველის კომენტარები / 41 /
ხვიჩა, კარგი იქნება თუ თავის დაფასებას ისწავლე. შენ არ ხარ იმ დონის ფეხბურთელი რომ ვინმეს მაისურზე იოცნებო.
ჟორა
22:35 26-06-2024
1
მიმართვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და მთავრობას, ასევე ყველაზე მაგარ ქართველ მოქანდაკეებს!
საქართველოში უკვე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ მე და ჩვენი ასოციაცია დიდი ხანია ვმუშაობთ შავ ზღვაში წყალქვეშა მუზეუმის მოწყობის და სხვა მეტად მნიშვნელოვან პროექტებზე. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ შარშან მეღვინეობა ხარებას მხარდაჭერით, ზღვის ფსკერზე პირველი წყალქვეშა ღვინის მარანის მოწყობა და ამ კომპანიის ყველაზე საუკეთესო (პრემიალური კლასის) ღვინის დაძველება დავიწყეთ.
უკვე ძალიან მალე (ორ თვეში) ზღვაში დავარგებულ ერთი წლის ღვინოებს ამოვიღებთ, რომელიც მესამე განზომილებაში სულ სხვანაირ გემოს და განსაკუთრებულ (ეგზოტიკურ) ელფერს იძენს!
ყველას კარგად მოგეხსენებათ თუ რას ნიშნავს დღეს თითოეული ქართველისათვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ნაკრების კრიშტიანო რონალდუს პორტუგალიასთან გამარჯვება და მითუმეტეს ჯგუფიდან გასვლა!
აღნიშნულიდან გამომდინარე გამოვდივართ წინადადებით და მზად ვართ საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, ყველა გოლის გამტან ფეხბურთელს მეღვინეობა ხარებას ზღვაში დაძველებული ერთი ბოთლი საუკეთესი წითელი ღვინო
გადავცეთ! გარდა ამისა, გამარჯვების გოლის გამტანს, გონიო-კვარიათის სანაპირო წყლების ზღვის ფსკერზე ძეგლი დავუდგათ და საფუძველი ჩავუყაროთ პირველ წყალქვეშა სკულპტურულ მუზეუმს!
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი ნაკრების გამარჯვების, რადგან კვარას, მამარდას, ჟორჟს, ჩაკვეს, ბუდუს, ქოჩორას და სხვებს საქართველოსთვის კიდევ უფრო დიდი ისტორიის დაწერა ნამდვილად შეუძლიათ!
ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე ძლიერი ქართველი მოქანდაკეები გამოგვეხმაურებით (რა თქმა უნდა დაგვჭირდება სპონსორებიც). საქართველოს ხელისუფლება კი შავი ზღვის ფსკერზე პირველი წყალქვეშა მუზეუმის და ასევე ღვინის მარანის სათანადო დონეზე მოსაწყობად და დასაცავად, ბოლოს და ბოლოს თუნდაც 1-2 ჰექტარ საზღვაო აკვატორიას გამოგვიყოფს!

დავით ნიკოლეიშვილი
საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე
Tel/Viber/whatsApp: +995.577.124979. https://www.youtube.com/watch?v=XDPwTak-Is8&t=422s
დავითი
19:42 26-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული