არაბიძეს "ტორპედოში" თამაშის უფლება მიეცა

AutoSharing Option
4 მარტს "ტორპედომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტუგალიური მხარის გამო გიორგი არაბიძის განაცხადში შეყვანა ჭიანურდებოდა. დღეს კი კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ პრობლემა მოგვარებულია და არაბიძეს ქუთაისურ გუნდში თამაშის უფლება აქვს:

"გიორგი არაბიძის ირგვლივ არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილია. ჩვენი ახალწვეული მომდევნო თამაშებში შეძლებს კლუბის დახმარებას!"

13 მარტს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში, "ტორპედო" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს და სავარაუდოდ, არაბიძის ოფიციალური დებიუტი შედგება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ჟურნალისტებს ისე გამოყავთ გეგონება მესი დაიმატეს სამტრედიაში არ იყო მანამდე არაბიძე, არაფერი განსაკუთრებული გაუკეთებია იქ,ქართველი ფეხბურთელების პრობლემა არაპროფესიონალიზმია და უაზრო ქედმაღლური დამოკიდებულება საქმისადმი.
qomagi
18:26 13-03-2022
2
ქართველების და ზოგადად კავკასიელების პრობლემა ის არის რომ ბავშვურ ასაკიდან გვიან გამოვდივართ და 28-29 წლის ასაკში როცა ჭკუა მოუდით ფეხბურთელებს ამ დროს თავად მისი აღმატებულობა ,,დრო'' აღარ გვწყალობს..
დროის შეგძნების დაკარგვა და პუნქტუალურობის დაკარგვა საკუთარი მიზნების მიმართ ეგ ჩვენი სენია..
არაბიძეს,მჭედლიძეს,პაპუნაშვილს,კვირკველიას და კიდევ რამდენს გონია და ფიქრობენ(დნენ)რომ მაგარ ფორმაში ჩადგებიან რომ მოინდომონ..
მეც რომ მოვინდომო მილიონერი გავხდები უბრალოდ ხვალ მოვინდომებ ან ზეგ რომ ჯერ საქმეები მაქ)) დღეს დავგეგმავ))
შავი კაცი
01:54 13-03-2022
0

სიახლეები პოპულარული