ბათუმში "დინამოსა" და "საბურთალოს" დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „საბურთალოს“ დაუზავდა - 2:2.

მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. 24-ე წუთზე ანანიძემ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და შეცვალეს. ცოტა ხანში სტუმრებმა მეკარე კუპატაძის შეცდომით ისარგებლეს და სიხარულიძემ დააწინაურა. 37-ე წუთზე ფლამარიონიმ ანგარიში გაათანაბრა. 69-ე წუთზე შ. ნონიკაშვილმა „საბურთალო“ წინ გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ბიძინაშვილმა მალევე გაათანაბრა ანგარიში. მან 3 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. დარჩენილ დროში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მესამე გოლი ვერ გაიტანეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

18 მარტს ბათუმის „დინამო“ გასვლაზე
„ლოკომოტივს“ შეხვდება, ხოლო „საბურთალო“ 19 მარტს თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - საბურთალო 2:2
გოლები: 0:1 სიხარულიძე (26), 1:1 ფლამარიონი (37), 1:2 შ. ნონიკაშვილი (65), 2:2 ბიძინაშვილი (76)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, ჩაბრაძე (გაფრინდაშვილი 61), კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ფალავანდიშვილი (ტეიდი 46), ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ფლამარიონი (ბიძინაშვილი 74), ანანიძე (ზარია 24), ფანცულაია (ლობჯანიძე 61)

საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე, ლაცაბიძე, ჯგერენაია, კაკუბავა (კ), გოჩოლეიშვილი, ქარდავა, შ. ნონიკაშვილი, გულიაშვილი (იაშვილი 90+3), ლ. ნონიკაშვილი (ქავთარაძე 75), ტაბატაძე (შინდაგორიძე 75), სიხარულიძე (მიოჩი 88)

alt"საბურთალომ" "ტორპედო" უპრობლემოდ დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
გეგუჩაძეს სათადარიგოთა საკმაოდ გრძელი სკამი აქვს, მაგრამ კარგი ცენტრალური მცველები ბათუმს არ ყავს, ტრანსფერების თემა მწვრთნელის ფუნქციაა, რატომ არ მიხედა ცენტრალური მცველების საკითხს, გაუგებარია. ისედაც, გუნდი მოეშვა, ბოლომდე არ დაიხარჯა, კიდევ კარგი ფრე ითამაშა, შეეძლო წაეგო, როგორც გორში. ბათუმს ვგულშემატკივრობ, ჯერ კიდევ როდესაც საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამოდიოდა.
მერაბი
14 მარტი 2022 09:33
1
კაი რას ამბობთ!! დინამო ბათუმის გულშემატკივარი ვარ და პირადად ჩემი აზრია ეგ რომ, მცველები კი არა ყარაულები გვყავს,ზატო ბურთს თვალს არ აშორებენ რა...
მიადგება და შეტევას აძლიერებს ყოველ ღია ტრანსფერზე, და კი ვხედათ ცვლილებებსაც თამაშის განმავლობაში ფლამარიონი და ფანცულაია იცვლება ხოლმე ბიძინაშვილი ლობჟანიძე, გაფრინდაშვილი სად წაიყვანოს არ იცის,კიდევ კარგი ჯანოს ტრამვა აქვს ხშირად და მამუჩაშვილს მალე კარში დააყენებს..
უბრალოდ შემადგენლობა იგებს და არა ტაკტიკა და პრაგმატიზმი.
დღეს სტადიონზე სვარკას ამუშავებდა გეგუჩაძე..
ვიძახოდ ეხლა ჩემპიონატი არ გვივარგა და ფეხბურთელებიო!!
შავი კაცი
13 მარტი 2022 23:46
8
ეს არის ჩვეულებრივი "ვარსკვლავური სინდრომი", ხშირია, ძირითადათ გოიმებს ემართებათ, ბრავო "საბურთალო"
დათო
13 მარტი 2022 23:05
0
ახლა რას იტყვის გეგუჩაძე ამინდს დააბრალებს თუ მიხვდება რომ ხანდახან შეიძლება ვერ მოიგოს და წააგოს
Nika
13 მარტი 2022 21:31
7
ყველაფერს დააბრალებს გარდა საკუთარი გუნდის ცენტრალური მცველებისა.
saburtalo
13 მარტი 2022 22:02
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული