სოსიაშვილის პირველი ქულა - "სამგურალმა" ანგარიში ვერ შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-4 ტურში წყალტუბოს "სამგურალი" ბოლნისის "სიონს" ზესტაფონში დაუხვდა. გასულ ტურში წყალტუბოელებმა დიდთოვლობის გამო ვერ ითამაშეს, ბოლნისელები კი ამ შეხვედრას ცუდი სატურნირო მდგომარეობითა და შეცვლილი მთავარი მწვრთნელით შეხვდნენ - გუნდი უჩა სოსიაშვილმა ჩაიბარა და ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა.

ნომინალური მასპინძლები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ - ბოლნისელებმა მეტოქის შეჩერება რამდენიმე ფაზაში ვერ მოახერხეს, რაც ირაკლი რუხაძის გოლით დასრულდა. ეპიზოდი შესაძლო თამაშგარე მდგომარეობის გამო საკამათო იყო. მალევე სტუმართა ფეხბურთელმა გოდერძი მაჩაიძემ სერიოზული დაზიანება მიიღო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

სტუმრებს პირველ ნახევარში
გათანაბრების შანსები ჰქონდათ - ლევან შოვნაძემ "სამგურალი" ორჯერ გადაარჩინა, თუმცა ბოლნისელებმა მეტოქის მეკარის წამიერი უყურადღებობით ისარგებლეს და 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს.

წყალტუბოელები, რომლებთაც ახლა 4 ქულა აქვთ, ფრეს არ სჯერდებოდნენ და გამარჯვების მოპოვებას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ, სოსიაშვილმა კი გუნდს მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოუპოვა.

14.03.22 ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

"სამგურალი" - "სიონი"  1:1

გოლები: 1:0 რუხაძე (17), 1:1 ლ. ხორხელი (54)

მომდევნო ტურში, 20 მარტს, "სამგურალი" ამჯერად "გაგრას" უმასპინძლებს, "სიონი" კი 19 მარტს გორში "დილას" დაუპირისპირდება.

altბათუმში "დინამოსა" და "საბურთალოს" დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 10 /
მართალია. დავამატებ მჭედლო, იოსკა და ასათა.
ბაჩოს
22:47 15-03-2022
0
ლექვთაძე კირკიტაძე ფონიავა ბუხაიძე ამ ფეხბურთელებმა დატოვეს სამგურალი უმაღლეს ლიგაში უმადურებმა გუნდიდან გაუშვეს უჩასთვის რომ ეცლიათ თასაც მოიგებდნენ
ბაჩო
06:45 15-03-2022
0

სიახლეები პოპულარული