ორივე გუნდი ჩემპიონატს საკმაოდ კარგად მომზადებული შეხვდა და მშვენიერი სტარტიც აქვთ. მატჩი აქტიურად დაიწყო და უკვე მე-10 წუთზე ორი გოლი ვიხილეთ. მე-7 წუთზე თეიმურაზ შონიამ გაგრელები საჯარიმოს ხაზიდან უძლიერესი დარტყმით დააწინაურა. ზუსტად 3 წუთში გურამ გოშთელიანმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა დამატებაზე ყველას ფირუზ მარაქველიძემ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.
პირველი ტაიმის ბოლოს შონიას ლამაზი გოლი გადაიფარა - გიორგი კვერნაძე მცველებს ეფექტურად გაუმკლავდა, მოწინააღმდეგის მეკარე უშანსოდ დატოვა და ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა. თელაველებმა თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს - 65-ე წუთზე ვასილ ხოსიტაშვილმა ტურში მესამე ფრე დააფიქსირა. შეგახსენებთ, მე-4 ტურამდე საყაიმო ანგარიშით არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა.
ამჟამად ამ 2 გუნდს 7-7 ქულა აქვს, ისევე, როგორც ბათუმის "დინამოს" და "საბურთალოს".
15.03.22 თბილისი. "დინამო არენა"
"გაგრა" - "თელავი" 2:2
გოლები: 1:0 შონია (7), 1:1 მარაქველიძე (10), 1:2 კვერნაძე (43), 2:2 ხოსიტაშვილი (65, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: გოშთელიანი (10)
მომდევნო ტურში, 20 მარტს, "გაგრა" "სამგურალს" ესტუმრება, თელავი კი "ტორპედოს" უმასპინძლებს.
სოსიაშვილის პირველი ქულა - "სამგურალმა" ანგარიში ვერ შეინარჩუნა [VIDEO]