კაცნაკლულმა "დილამ" "სიონს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-5 ტურში გორის "დილამ", რომელიც 39-ე წუთზე ალეფ სანტოსის გაძევების გამო კაცნაკლული თამაშობდა, საკუთარ მოედანზე "სიონი" 2:1 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 68-ე წუთზე ლაშა უგრეხელიძის გოლით დაწინაურდნენ, თამაზ მაქაცარიამ წონასწორობა 74-ე წუთზე აღადგინა, საბოლოო ანგარიში კი ჰაჯი დრეიმმა 83-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, "დილა" 9 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 2 აპრილს, "საბურთალოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"სიონი" 1 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება, 3 აპრილს კი "გაგრას" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
3-4 ტურის მერე შემოდი და შენ და შენნაირებს პრეტენზია არ გექნებათ თუ ნამუსი გაქვთ.
0
უჩა ფოკუსნიკი არაა, 3 ვარჯიშში, თან სხვიხი დაკომპლექტებული შემადგენლობით უმალ შედეგი რომ დადოს. გაიხსნება ტრანსფერები, ჩაატარებს ეფექტურ შეკრებას და შენ და შენნაირები დაინახავთ ვინ ვინ არის.
სანი
10:58 20-03-2022
1

სიახლეები პოპულარული