"დილამ" უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
"დილამ" უკრაინელი მეკარე დანილო კანევცევი დაიმატა, - ამის შესახებ გორული კლუბი თავისი საიტით იტყობინება:

"25 წლის უკრაინელი მეკარე დანილო კანევცევი კარიერას "დილაში" გააგრძელებს. ფეხბურთელი უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მისი სიმაღლე 187 სანტიმეტრია.

კანევცევს მთელი კარიერა უკრაინაში აქვს გატარებული. მისი პირველი კლუბი ხარკოვის "მეტალისტი" იყო, რომლიდანაც კარიერა ჯერ "ჩერნომორეცში", შემდეგ კი "ვორსკლაში" გააგრძელა. ჩვენს კლუბში წამოსვლამდე ის კვლავ მშობლიურ კლუბს - მეტალისტს" დაუბრუნდა და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე იქ ასპარეზობდა. კანევცევს უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული