როგორც მოსალოდნელი იყო, ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. აჭარულ გუნდს ისედაც მრავალრიცხოვანი და ერთგული გულშემატკივარი ჰყავს, ახლა კი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
დღეს, 2 აპრილს, ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "თელავს" უმასპინძლებს და როგორც კლუბი იტყობინება, 20 383-იან "აჭარაბეთ არენაზე" ყველა ბილეთი გაყიდულია.
მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.
ასეთი იაფი დაზუთხული ფრაზები ვის ჭირდება თუ იცით?
ხვიჩა ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს! როცა ის მოედანზეა სკამებს არავინ არ ითვლის.