"ყველაზე დიდი ამბავი არის ის, რომ ყველანი ველოდებით ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტს ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში. ბევრი ამბავი და მითქმა-მოთქმა იყო ამ ბიჭის გარშემო...
კარგია, რომ "რუბინიდან" წამოვიდა... ბათუმის "დინამოში", რომ იყოს ცუდი ინფრატრუქტურა, ცუდი ქალაქი, ცუდი სტადიონი, ვიტყოდით იქ რა უნდაო, მაგრამ საშუალო ევროპული დონის გუნდებს მაგალითად, ზაგრების "დინამოს", "შერიფს", "ლუდოგორეცს", "კლუჟს", ვინც პერიოდულად ჩემპიონთა ლიგაზე გადიან, ამათ სიაში, რომ დაუყენო გვერდზე ბათუმის "დინამო" ვინმეზე ნაკლები გუნდია?!
მე მგონი რომ არა...
მე რომ ვიყო კვარაცხელიას ადგილზე, კლუბში ზაფხულში ევროტურნირების დროსაც დავრჩებოდი... წავა დიდ გუნდში ხვიჩა, ეს ადრე თუ გვიან ალბათ ასეც მოხდება, მაგრამ რო დაიწყება ხოლმე "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალმა" უნდა წაართვას, აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! იმ "ნაპოლიზე" და "არსენალზე" რამდენიც გინდა წერო, თუ წაყვანა უნდა, მაინც წაიყვანს! შენ რომ უთხრა არ წაიყვანოო, მაინც წაიყვანს!
არ უნდა ესეთი საუბარი ვითომ, რომ გული მოვიფხანოთ... ჩვენ ვიცით ხვიჩას ტალანტი და "ნაპოლი" იხდის 5 მილიონით მეტს თუ "არსენალი", ამით არაფერი არ ემატება ჩვენს წარმოდგენებს... დაანებეთ ცოტახანი თავი მაგ ბიჭს ითამაშოს, ჩემთვის მთავარი არ არის მის სანაცვლოდ 15 მილიონს გადაიხდიან თუ 27-ს... ჩემთვის მთავარია, კარგ გუნდში გადავიდეს და თუნდაც უფასოდ წავიდეს!
აი "აიაქსმა" რომ უთხრას წამოდი და უფასოდ ითამაშეო, არ უნდა წავიდეს? - მერე შეიძლება ისეთი რაღაცა ქნას, 2 წელიწადში 80 მილიონად გაიყიდოს!
ის 80 მილიონი მერე "აიაქსის" იქნება... ჩვენ ისე ვითვლით, ეს 15-20 მილიონი ჩვენი გვგონია, რაც ასე არ არის! რას დარდობთ 80 მილიონად იყიდიან თუ 2 მილიონად?
რაღაც გარკვეული ჯგუფი დარდობს ამაზე და რაც მეტს იშოვიან მით უკეთესი, ვისაც ამ ფეხბურთელიდან რაღაც ეკუთვნის, შეიძლება ერთი ნაბიჯი და გაუშვან სადმე უფასოდ კლუბში, ეხლა აღებულის 5-ჯერ მეტი იყოს 2 წელიწადში...
ამიტომ ვაცადოთ რა ბიჭს, წავიდეს და ითამაშოს", - თქვა სალუქვაძემ.