"დიდი ალბათობით, სერია A-ში წავა" - არჩილ ბერიძემ კვარაცხელიასთან კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრა და თქვა, დაეხმარება თუ არა ის "დინამოს" ევროსარბიელზე

AutoSharing Option
გადაცემის - "სპორტი იმედზე" სტუმარი ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი არჩილ ბერიძე გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

"თქვენ იცით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელის კლუბში ჩარიცხვა ძალიან დიდი ფუფუნებაა. მოლაპარაკებები ძალიან რთულად, მაგრამ საინტერესოდ მიმდინარეობდა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდა და ხვიჩა კვარაცხელია დღეს ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 

გეტყვით, რა სირთულეებსაც წავაწყდით... მას "რუბინთან" კონტრაქტი აკავშირებდა. თავიდან ვფიქრობდით, რომ ის უეფას ახალი წესი გამოგვეყენებინა, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ეს საჭირო აღარ გახდა და კვარაცხელიამ გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი "დინამოსთან", მაგრამ
ერთი პირობით, რომ ჩვენ ხელს არ შევუშლით მას ტოპ-კლუბში გადასვლაში და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დღეც დადგება. 

ყველას აინტერესებს, დაეხმარება თუ არა "დინამოს" ევროთასებზე ხვიჩა... მოლაპარაკებების სირთულეც ამაში მდგომარეობდა. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ის კლუბს ევროთასებზე დახმარებოდა. შემიძლია, 100%-ით დაგიდასტუროთ, რომ კვარაცხელია ევროსარბიელზე ჩვენთან ერთად იქნება. 

ძალიან დიდი მადლობელი ვარ თავად ფეხბურთელის, ხვიჩას ოჯახის, მისი აგენტის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. კვარაცხელიას გადმოსვლაში ამ სტადიონმა, ჩვენმა გულშემატკივარმა, გარემომ, ძალიან დიდი როლი ითამაშა...

რაც შეეხება მის "ნაპოლიში" ტრანსფერს... ძალიან ბევრი ჟურნალისტი დაგვიკავშირდა იტალიიდან. ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, კვარაცხელია სერია A-ში წავა. 

ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, მანამდე, ვიდრე, "დინამო" ევროსარბიელის შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს, კვარაცხელიას რა წინადადებაც უნდა ჰქონდეს, ის ჩვენთან დარჩება", - თქვა ბერიძემ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მინდა როგორმე გატყდეს ნავსი და ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩამოიტანოს ჩვენს სამშობლოში! ამას კი ყველაზე მეტად დრევანდელი ბათუმი იმსახურებს თავისი ქომაგით! ამიტომ იმედია ხვიჩა სრულიად გაიტავისებს ამ პასუხისმგებლობას და გაგვახარებს სრულაიდ საქარტველოს!
ტარიელ მაღალდაძე
14:32 05-04-2022
0
Bravo xvicha, kai puls gaaketebinebs batumis" dinamos".
Irma
18:18 04-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული