საბა კვირკველიაც ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
30 წლის მცველი საბა კვირკველია კარიერას ეროვნული ლიგის ბინადარ "გაგრაში" განაგრძობს - ინფორმაციას "Postv ფეხბურთი" ავრცელებს.

ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ რამდენხნიანი კოტრაქტი გააფორმა მან ახალ გუნდთან და რა არის შეთანხმების დეტალები. "გაგრამ" თავისი Facebook-ის გვერდზე უკვე გამოაქვეყნა ცნობილი ფოტოს ვერსია, სადაც საბა კვირკველიასა და გარეთ ბეილის ორთაბრძოლაა აღბეჭდილი. ქართველი ფოტოდან ამოჭრილია, პოსტს კი ასეთი სათაური აქვს - "ვინ არის?"

მოგეხსენებათ, კვირკველია ბოლოს უკრაინულ "მეტალისტში" ასპარეზობდა, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო მან ეს გუნდი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთი მაღალი კლასის და გამოცდილების მქონე მცველი ევროთასების მომლოდინე კლუბებს უფრო გამოადგებოდათ! ბათუმის დინამოს დავითაშვილის ნაცვლად საბა წაეყვანა ჯობდა, კობახიძე ნამდვილად არაა ის მცველი მაღალი დონის ბრძოლებში რომ მშვიდად იყო! ასეთი მცველი ნამდვილად სულ სხვა დონეზე აიყვანდა ბათუმურ გუნდს! თბილისის დინამოზეც იგივეს ვიტყოდი ბენიოები და ფარერის კუნძულების შიშებით მყოფი ტიპები მესამე წელია უკვე ზეპირად ვისწავლეთ და ასეთი შანსის გაშვება უბრალოდ გაუგონარია!
ტარიელ მაღალდაძე
12:46 07-04-2022
0
ვერ თანხმდებიან და მაგიტომ კვირკვეს მოკლე ვადიანი კონტრაქტი უნდოდა დინამოებს გრზელ ვადიანი და ამიტომ ვერ შეთანხმდნენ… თუ არა შანამ ჩვენ მაგაზე ვიფიქრებდით დინამოებს უკვე Kონტაქტი გავლილი ქონდათ…
Milioni
22:47 06-04-2022
1

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული