საბა კვირკველიაც ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
30 წლის მცველი საბა კვირკველია კარიერას ეროვნული ლიგის ბინადარ "გაგრაში" განაგრძობს - ინფორმაციას "Postv ფეხბურთი" ავრცელებს.

ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ რამდენხნიანი კოტრაქტი გააფორმა მან ახალ გუნდთან და რა არის შეთანხმების დეტალები. "გაგრამ" თავისი Facebook-ის გვერდზე უკვე გამოაქვეყნა ცნობილი ფოტოს ვერსია, სადაც საბა კვირკველიასა და გარეთ ბეილის ორთაბრძოლაა აღბეჭდილი. ქართველი ფოტოდან ამოჭრილია, პოსტს კი ასეთი სათაური აქვს - "ვინ არის?"

მოგეხსენებათ, კვირკველია ბოლოს უკრაინულ "მეტალისტში" ასპარეზობდა, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო მან ეს გუნდი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაგრას დიდი პატივისცემა ჩემგან ,მაგრამ დინამო-ები რას შვრებიან ამ დროს?არ სურთ დაცვის ხაზი გააძლიერონ ევროტურნირებამდე? დინამო ბათუმი მხოლოდ შეტევაზე რომ ფიქრობს,იმდენი შემტევი ფეხბურთელი როგორ უნდა ათამაშოს გეგუჩაძემ მაინტერესებს...ამ დროს დაცვაში აზაცკი-კობახიძე და ჩაბრაძე თამაშობენ! მხოლოდ დაცვის ცენტრი კი არა,დაცვის მარჯვენა ფლანგიც გასაძლიერებელი ჰყავს ბათუმს.ჩაბრაძე და მითუმეტეს მამუჩაშვილი მარჯვენა მცველად ნამდვილად არ არის ის კონტიგენტი, რომელიც ევროტურნირებზე უნდა გყავდეს.დავითაშვილის დამატებას ტაბიძე-კვირკველიადან რომელიმე დაემატებინა ჯობდა ბათუმს აზაცკის ადგილას.(კობახიძე მაინც კაპიტანია და არამგონია სკამზე დაესვათ).ის ფერენცვაროშის ყოფილი მცველი ფრიმპონგიც რატომ დაიმატა დინამომ ვერ გავიგე,ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა კაცმა და როდის უნდა შევიდეს ფორმაში რომ თამაში შეძლოს?ზაფხულში კაკაბაძის დამატებაც შეიძლება, კრაკოვიას განაცხადშიც ვერ ხვდება უკვე და შეუძლია ბათუმის დინამოს თანხაც გადაიხადოს მასში და იყიდოს,სამაგიეროდ დაცვის მარჯვენა ფლანგსაც გააძლიერებს და კაკაბაძესაც სათამაშო პრაქტიკა ექნება.თან არამგონია კრაკოვია ან ბათუმის და ან თბილისის დინამოზე ძლიერი კლუბი იყოს.სანამ დროა ტაბიძე დაიმატონ ევროტურნირებამდე.იგივეს თქმა შეიძლება დინამო თბილისზეც ისინი ხვადაგიანი-პაპავას იმედად არიან კონფერენს ლიგაზე??
მეზღვაური
18:47 06-04-2022
1
კარგია ძლიერი ჩემპიონატი ძლიერი ნაკრებია
beqa
19:02 06-04-2022
2

სიახლეები პოპულარული