სატრანსფერო ფასი დაზუსტდა - ცნობილია, რა თანხას გადაიხდის "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ

AutoSharing Option
გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ამტკიცებს, რომ "ნაპოლიმ" კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი შეათანხმა და ის 8 მილიონ ევროს შეადგენს.

წყაროს ცნობით, ჩვენებური სერია A-ს ერთ-ერთ ლიდერ გუნდში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩაირიცხება და ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

როგორც იცით, ხვიჩა ამჟამად ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავს, სეზონი კი მან ყაზანის "რუბინში" დაიწყო. მას ეროვნული ლიგის ჩემპიონ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და როგორც "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, კვარაცხელია კლუბს ევროთასებზე აუცილებლად დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვის გადაუხდიან 8 მილიონს და მეორე ზაფხულში მოაწერს ხელსო კონტრაქტსო და ბერიძე ამბობს ევრო მატჩებზე დაგვეხმარებაო და ეგ როგორ???
Gaguuuu
08 აპრილი 2022 21:38
0
ალბათ შესარჩევების მერე ჩავა ნაპოლში აგვისტოს ბოლოსკენ
Irakli
09 აპრილი 2022 01:37
0
ბოლო 2 წელში იმდენი დეზინფორმაცია და ფეიკი გავრცელდა ხვიჩას ტრანსფერზე რომ მე არაფრის აღარ მჯერა რაც იწერება სანამ ხვიჩას არ ვნახავ კონტრაქტს როგორ აწერს ხელს ნაპოლისთან იქამდე არ დავიჯერებ.
გიორგი
08 აპრილი 2022 17:41
0
ვის უხდიან ამ 8 მილიონს?
საინტერესოა
08 აპრილი 2022 16:56
1
ამ ეტაპზე კონტრაქტი ბათუმის დინამოსთან აქვს შესაბამსიად მას უნდა გადაუხადონ, შესაძლოა კონტრაქტი გაწყვიტონ ივლისში და ამ თანხას მიიღებს მისი აგენტი რომელიც შემდეგ გადასცემს რუბინს. აგენტი ნებისმიერ შემთხვევაში თავის წილს მიიღებს
dato
08 აპრილი 2022 18:11
1
მაგას ტუ ვერ ხვდები რას კიტხულობ ფეხბურტის გვერდს
rene
08 აპრილი 2022 16:39
3
ფეხბურთის სიყვარული და ყიდვა-გაყიდვა გაქირავება სულ სხვადასხვა რამეა.თ და ტ ნუ გერევა პატარა აღარ ხარ, არგეწყინოს
rene-ს
08 აპრილი 2022 18:56
0
Sarmon ვთხოვოდ ხვიჩას და იფასოდ ითამაშოს ოღონდ გადავიდეს..
იმიტომ გვსურს მეტის გადახდა რომ ჩვენმა კლუბებმა მიიღოს ფინანსური სარგებელი, გამომდინარე იქედან რომ კლუბის ბიუჯეტი გაიზარდოს, უფრო ძლიერი გახდეს კარგი ფეხბურთელები დაიმატოს შემდეგ და ჩემპიონატის ხარისხმა აიწიოს,მთავარი კი არის მწარე მაგალითი რაც ქუთაისის ტორპედოს დაემართა ბოლო წლებში ფინანსური პრობლემები..
მარტივია გყავს გელენვაგენი და მეტი არაფერი გაგაჩნია გაატან მყიდველს უფასოდ ოღონდ კარგად ატარეო?
შავი კაცი
08 აპრილი 2022 14:29
0
ქართული კლუბიდან თუ იყიდება გეთანხმები მეგობარო, ჯობია მეტი გადაიხადონ, მაგრამ ვეჭვობ ბათუმს წინასწარ შეთანხმებული საკომისიო დარჩება და ძირითადი თანხა რუბინში წავა
sormona
08 აპრილი 2022 18:24
0
ვერ გავიგე რატოა ასე საინტერესო რამდენს გადაიხდის ნაპოლი ან რატო გვინდა რაც შეიძლება ბევრი გადაიხადოს ვინმემ? მთავარია კარგ გუნდში გადავიდეს და სათამაშო პრაქტიკა ქონდეს თუნდაც სულ უფასოდ წასულა
sormona
08 აპრილი 2022 11:30
8
რა თქმა უნდა ამ თანხის ნაწილს მაინც თუ დინამო აიღებს შესანიშნავი იქნება. მაგრამ რუბინი?? ვფიქრობ რაღაც შეთანხმება ექნებათ რადგან რეგულაციების თანახმად ლეგიონერებს მხოლოდ კონტრაქტის დროებით შეჩერების უფლება ჰქონდათ და არა საერთოდ გაწყვეტის.
აკო
08 აპრილი 2022 17:50
0
იმიტო რომ ამ ფულს ქართული კლუბი აიღებს და ეროვნული ჩემპიონატს წაადგება რა არის აქ უინტერესო...
კობა
08 აპრილი 2022 17:02
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული