სატრანსფერო ფასი დაზუსტდა - ცნობილია, რა თანხას გადაიხდის "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ

AutoSharing Option
გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ამტკიცებს, რომ "ნაპოლიმ" კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი შეათანხმა და ის 8 მილიონ ევროს შეადგენს.

წყაროს ცნობით, ჩვენებური სერია A-ს ერთ-ერთ ლიდერ გუნდში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩაირიცხება და ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

როგორც იცით, ხვიჩა ამჟამად ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავს, სეზონი კი მან ყაზანის "რუბინში" დაიწყო. მას ეროვნული ლიგის ჩემპიონ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და როგორც "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, კვარაცხელია კლუბს ევროთასებზე აუცილებლად დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვის გადაუხდიან 8 მილიონს და მეორე ზაფხულში მოაწერს ხელსო კონტრაქტსო და ბერიძე ამბობს ევრო მატჩებზე დაგვეხმარებაო და ეგ როგორ???
Gaguuuu
21:38 08-04-2022
0
ბოლო 2 წელში იმდენი დეზინფორმაცია და ფეიკი გავრცელდა ხვიჩას ტრანსფერზე რომ მე არაფრის აღარ მჯერა რაც იწერება სანამ ხვიჩას არ ვნახავ კონტრაქტს როგორ აწერს ხელს ნაპოლისთან იქამდე არ დავიჯერებ.
გიორგი
17:41 08-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული