თუკი წინა ტურში, ქუთაისელთა რიგებში გიორგი არბიძის დებიუტი ვნახეთ, რომელიც ახლა ტრავმის გამო უქმობდა, გაგრელთა შორის საბა კვირკველიას ველოდით. გამოცდილი მცველი გაგა კირკიტაძემ სასტარტოში არ დააყენა და შეხვედრაში 62-ე წუთზე ჩართო.
გაგრელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს - შონიას საჯარიმო დარტყმა ჰამზიჩმა მოიგერია. მალევე, მე-7 წუთზე გიორგი კუხიანიძემ მშვენივრად იმოქმედა, ბურთი შულაიასთან გაითამაშა და ქურდაძის კარი გამოზომილი დარტყმით აიღო.
ნომინალურ მასპინძლებს ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნას უფრო მეტად ქუთაისელები ახერხებდნენ. 68-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა ცოტნე ნადარაიას პასი გამოიყენა და სტუმართა გამარჯვება უკვე საეჭვო აღარ იყო.
78-ზე წუთზე დისკვალიფიცირებული გიგა ცეცაძის "ტორპედოს" რიგებში ბექა ვაჩიბერაძე ვიხილეთ, რომელმაც ახალი გუნდის მაისურით მე-2 მატჩი გამართა. მალევე, 83-ე წუთზე "გაგრა" მეკარის გარეშე დარჩა - ქურდაძემ წითელი ბარათი მიიღო. ამ გამარჯვებით, სანამ ტური სრულად ჩატარებულა, ქუთაისელები სატურმნირო ცხრილში 4 პოზიციით დაწინაურდნენ და 9 ქულით მე-4 ადგილზე არიან.
10.04.22 თბილისი. "დინამო არენა"
"გაგრა" - "ტორპედო" 0:2
გოლები: 0:1 კუხიანიძე (7), 0:2 ახვლედიანი (68)
მომდევნო მატჩებში, გადადებულ დაპირისპირებებში, 14აპრილს, "ტორპედო" "თელავს" ესტუმრება, "გაგრა" კი - "სამგურალს."
არაბიძის სადებიუტო და ხუციშვილის საოცარი გოლი ჰამზიჩის კარში - "ტორპედომ" გაიმარჯვა [VIDEO]