მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე სანდო და ცნობილმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი დაადასტურა!

AutoSharing Option
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და სანდო იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" გადადის.

როგორც მან საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა, "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიასა და მატიას ოლივეირას ტრანსფერებს ხურავს და ორივე მომავალი სეზონიდან ნეაპოლელთა მაისურს მოირგებენ.

როგორც იცით, კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის შესახებ ბოლო 1 თვეა აქტიურად იწერება, მაგრამ ფაბრიციო რომანოსგან ამის მოსმენა უკვე მართლაც ინფორმაციის უტყუარობას ნიშნავს და ხვიჩაც მომავალი სეზონიდან სერია A-ში ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
დაბალი ხელფასია ჩემი აზრით! ჯეკოს აქვს 4 მილიონი და კვარას მისი ნახევარი მაინც არ ეკუთვნის?
გაბო
12 აპრილი 2022 18:11
6
ჯეკოს კარიერის ნახევარს მიაღწიოს ჯერ კვარაცხელიამ და ხელფასიც ექნება შესაბამისი. ჯერ ჯეკოს ნახევარი ნამდვილად არ გაუკეთებია.
გაბო-ს
12 აპრილი 2022 22:18
1
შესაძლებელია ვცდებოდე მაგრამ სხვის საქმეში ყველა მართალია ვინც ცხვირს ჩაყოფს.. აი ტრიბუნაზე სულ სხვა გვარად ჩანს ყველაფერი..
ბევრისგან წერილი იყო მართლაც შესამჩნევი კომენტარებში ქომაგებთან დაკავშირებით რომ აღარ წავალ იგინებიან უხეშად საუბრობენო, მაპატიეთ მაგრამ მე თუ ასე მოვიქცევი ნებისმიერისგან მოვიღებ მართებულ შენიშვნას ბოდიშსაც მოვიხდი და შემდეგისთვის გავითვალისწინებ.. ჩვენ ერთმანეთი უნდა დავხვეწოთ იმიტომ რომ თაობები ისე გავიზარდეთ ფეხბურთის საყურებლად არ დავდიოდით აქედან გამომდინარე ზოგიერთებს შეიძლება მეტიც მოგვდის.. არაა მართებული მოედანზე არ მივალ და იქ ცუდები დადიან არაა მისაღები შენს გვერდით მჯდომის გამოძახილი თხოვე აუხსენი მარტივად რომ იქ ბავშვებიც არიან ყველა გაგვიგებს აქ კომენტარების წერით ქომაგების ეთიკა და ქომაგობას ვერ დავხვეწავთ, ამაზე ყველა შევთანხმდებით რომ ჩვენც უნდა განვითარდეთ ჩვენს კლუბებთან ერთად ეს ყველას გვეხება..
პ.ს წინა კომენტარში ჯუღელს არ ვებრონჟილეტები უბრალოდ რაღაც დადებითიც გაუკეთებია და ამასაც დაფასება ჭირდება.
შავი კაცი
12 აპრილი 2022 16:00
1
ფერნანდო ტორესმა შემაყვარა ფეხბურთი :))
Mia
12 აპრილი 2022 23:11
0
მია, მაინტერესებს შენი კუმირი ვინ არის, უცხოელი ფეხბურთელებიდან?
მიასს
12 აპრილი 2022 21:38
0
ყველა გამოხმაურება
ვინმეს მაინც დაცდეს სიტყვა ჯუღელზე! ზუსტად ჯუღელმა აღმიაჩინა და შექმნა ხვიჩა. ეგ რო არ ყოფილიყო იქნებოდა ეხლა "რუსთავში" ან მარტვილში, ჯუღელმა დაანავაროტკა, შექმნა ლეგენდა, იმუშავა პი-არ-ზე, ჯურნალისტებთან, რეკლამა და ა.შ. კი ხვიჩაც ხელს უწყობდა, მაგრამ რა ცოტაა ნიჭიერი და მონდომებული ბიჭი? ჯუღელმა გააცნო ქვეყანას ეგ ბიჭი და საკუთარი ჯიბიდანაც საკმაოდ აქვს დაზარჯული, კი ალბათ ამოიღებს, მაგრამ ის რომ მას ლომის წვლილი აქვს ჩადებული ხვიჩას კარირაში უდავოა.მადლობა.
რეზო
12 აპრილი 2022 13:40
14
სიმართლე ცოტა უცნაურია ბევრისთვის,მართალი ხარ..
რომ არა აგენტის წვლილი ხვიჩას როგორც რუსთავში ასპარეზობის დროს ვერ ვამჩნევდით 90% ისევე იქნებოდა ეხლაც, მოდით ყველაფერი დავალაგოთ თანმიმდევრულად: პირველი ფაქტი ის არის რომ ყველას გვსურს რომ ხვიჩა მწვერვალზე ავიყვანოთ,პირველ რიგში თავად მას და აგენტს.
მეორე ფაქტი ისაა რომ ჩვენ ქართველობას უცებ გვინდა ცაზე ვარსკლავების მოწყვეტა.
მესამე ფაქტი რომ არა ხმაურიანი ტრანსფერი ლოკოდან რუბინში და ხვიჩას გაბრწყინება რეკლამა და ამხელა აჟიოტაჟი არ მოყვებოდა.
მეოთხე ფაქტი ხმების დაბნევა რეკლამის მერე და სხვადასხვა გრანდზე ხვიჩას მიწერილი ტრანსფერი ამხელა ინტერესი ჩვენც არ გვექმნებოდა.
მეხუთე ფაქტი აგენტმა მხოლოდ ხვიჩაზე კი არა კონკრეტულად ეროვნულ ლიგასაც მოუტანა სარგებელი გამამდინარე იქედან რომ მაყურებელი დაბრუნდა სტადიონზე და ფინანსური სარგებელს ე ლიგის კლუბი დინამო ბათუმი მიიღებს..
მეექვსე ფაქტი ჯუღელი ევროპაში ხვიჩას ტრანსფერის შემდეგ უფრო გავლენიანი გახდება და ეს იქნება მწვანე შუქი ქართველი ფეხბურთელებისთვის..
მეშვიდე ფაქტი ხვიჩა შეძლებს ნაპოლში ჩასვლამდე ისტორია დინამო ბათუმდი ოქროს ასოებით ჩაწეროს!!
შავი კაცი
12 აპრილი 2022 15:21
1
გამოდი ჯუღელა გიცანით
ჯემალ ნათათრალიშვილი
12 აპრილი 2022 14:35
5
ყველა გამოხმაურება
სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა, 1 ივლისს უნდა გაიაროს. იმედია მანამდე არაფერი მოუვა ჩვენს ჩემპიონატში.
!!
12 აპრილი 2022 12:39
1
როგორც უკვე დაწერეს სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, პოპ სპორტმა დაწერა და არვიცი მართალია თუ არა.
!!
12 აპრილი 2022 13:42
0
ანუ ზაფხულამდე ყოველდღე უნდა წეროთ იმაზე რაასაც კონტრაქტის გაფორმებამდე იქნება ჭორი? ცხოვრებაა უფრო სახალისია? დაანებეთ იმ ადამიანს თავი წინა წელს რა ამბავიც იყო ატეხილი ახალ სეზონში ალი კვალი არ იყო დარჩენილი არაა საჭიროება ყოველდღე სტატიები
ნოდო
12 აპრილი 2022 11:59
4

სიახლეები პოპულარული