გაბედავას თავური 90+3-ე წუთზე და თბილისის "დინამო" "საბურთალოსთან" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-5 ტურის გადადებულ მატჩში თბილისის "დინამომ" "საბურთალოსთან" ფრეს (1:1) მიაღწია.

პირველ ტაიმში „საბურთალოს“ ნახევარმცველ ქარდავას გატანა ჯერ მეკარე პრიეტომ არ დაანება, თუმცა მან 33-ე წუთზე მაინც დააწინაურა თავისი გუნდი. „დინამომ“ პირველი ყველაზე რეალური მომენტი 58-ე წუთზე შექმნა, როდესაც ფლანგიდან მალის ჩაწოდებული ბურთი კამარამ მიიღო, მაგრამ "მოახერხა" და რამდენიმე მეტრიდან ვერ უწია მიზანს. ამის შემდეგ ტემპი დაეცა, თამაში დიდად სანახაობრივი არ იყო, „დინამოს“ წაგება თითქოს გარდაუვლად მოჩანდა, თუმცა კომპენსირებულ დროში გაბედავამ თავით დალაშქრა გოშაძის კარი და ცხადაძის გუნდმა ქულა
მოიპოვა.

თბილისის „დინამო“ 14 ქულით მესამე ადგილზეა და 18 აპრილს, მერვე ტურში, „სამგურალს“ უმასპინძლებს, ხოლო 9 ქულით მეექვსე პოზიციაზე მყოფი „საბურთალო“ იმავე დღეს „ლოკომოტივს“ შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საბურთალო - დინამო (თბ) 1:1
გოლები: 1:0 ქარდავა (33), 1:1 გაბედავა (90+3)

საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე, გოჩოლეიშვილი, კაკუბავა (კ), ჯგერენაია, ტაბატაძე, ქარდავა, შ. ნონიკაშვილი, გულიაშვილი (შინდაგორიძე 85), მიოჩი (ო. მამაგეიშვილი 70), ქავთარაძე (ლ.ნონიკაშვილი 70), სიხარულიძე (იაშვილი 90+1)

დინამო (თბ) (4-1-4-1): პრიეტო, მალი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე, პაპავა (კ), ბარნსი (ბილენკი 8), მექვაბიშვილი, ლომინაძე (სტეფენი 90+5), კამარა, ანტილევსკი (გაბედავა 56)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული