არაბიძის, არველაძისა და მჭედლიძის უშედეგო მცდელობები - წარმატებული ხორხელები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-8 ტურის პირველ შეხვედრაში ცუდ სატურნირო მდგომარეობაში მყოფმა ბოლნისის "სიონმა" უკვე მე-4 ადგილზე მყოფ ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა - 1:1. გასულ ტურში სტუმრებს 14 მოთამაშე აკლდათ. ახლა ეს რიცხვი 8-მდე შემცირდა. გიორგი არაბიძე ქუთაისელთა სასტარტოში ვიხილეთ, ლევან მჭედლიძე კი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა.

მატჩი დაბალ ტემპში დაიწყო. მეტოქეებს ნორმალური კომბინირება უჭირდათ. მოწინააღმდეგის შეცდომით სარგებლობა ჯერ "ტორპედოელმა" ირაკლი ბუღრიძემ სცადა, რაც არ გამოუვიდა, ბოლნისელებმა კი სწორედ ასეთი ეპიზოდის შემდეგ გაიტანეს - მე-9 წუთზე ნიკა ხორხელმა სეზონში მე-3 გოლი (1 შედეგიანი
პასიც აქვს) ძმის, ლუკა ხორხელის საგოლე პასით (მის ანგარიშზე 2 გოლია) გაიტანა. ძმები მართლაც კარგ ფორმაში არიან.

პირველ ნახევარში ბურთს უფრო მეტად ბოლნისელები ფლობდნენ. ქუთაისელებმა გოლის გატანა გიორგი არაბიძის საჯარიმოთი სცადეს. ამ ფეხბურთელს მისი შესრულება კარგად გამოსდის, ამჯერად კი ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ მოთამაშეს მოხვდა.

უჩა სოსიაშვილის გუნდს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, თუმცა რაფაელ ჩუკურვა სიტუაციაში კარგად ვერ გაერკვა და ეპიზოდი განიმუხტა. ბოლნისელები შეტევას აძლიერებენ და რამდენიმე კუთხური მოიპოვეს, თუმცა მისგან ხეირის მიღება უჭირდათ.

ამასობაში სტუმრებიც გამოცოცხლდნენ, თუმცა საქმე კარში დარტყმამდე ვერ მიჰყავდათ - ბუღრიძის პასის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა მიზანს დიდი მანძილით ააცილა.

მასპინძლებმა წესების დარღვევას უმატეს. ამ გზით ისინი გიორგი არაბიძის ნეიტრალიზებას ახერხებდნენ. 37-ე წუთზე ქუთაისელთა შემტევს გატანა მაინც შეეძლო, მაგრამ კარგი რეიდის შემდეგ დარტყმა მცველებმა დაბლოკეს.

ტაიმის ბოლოს "ტორპედომ" ავტოგოლის მეშვეობით გაათანაბრა - ვარლამ კილასონიამ ირაკლი ბუღრიძესთან ორთაბრძოლაში ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ქუთაისელები უფრო გააქტიურდნენ, ბურთს მეტად ფლობდნენ, თუმცა საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. ბუღრიძის ნაცვლად შეხვედრაში ლევან არველაძე ჩაერთო, რომელიც სტუმართა იერიშებს ამწვავებდა.

გია ცეცაძემ პაპუნაშვილი შეცვალა, მინდორზე ლევან მჭედლიძეც შეუშვა და გამარჯვებისკენ გაიწია. "ტორპედოელები", მათ შორის, ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი, შეტევას აგრძელებდნენ, თუმცა ისანის კარის გასაღები ვერ მოიძებნა.

18.04.22. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"

"სიონი" - "ტორპედო" 1:1

გოლები: 1:0 ნ. ხორხელი (9), 1:1 ვ. კილასონია (44, საკ. კარ.)

მომდევნო ტურში, 23 აპრილს, "სიონი" - თბილისის "ლოკომოტივს", "ტორპედო" კი ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.

alt"თელავმა" "ტორპედოს" ვერ სძლია - "დამნაშავე" ჰამზიჩია [VIDEO]

alt"საბურთალო"-"სიონი" და "თელავი"-"დინამო" (თბ) ფრედ დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
უჩა მაგარია, კაი გუნდს ქმნის, შეკრებაზე ზაფხულში, დაცვის გაძლიერებით, მე-2 წრე აშკარად უკეთეს პერსპექტივას აჩენს.
დათო
12:03 19-04-2022
0
აუ ბოლნისში ვარლამ კილასონია თამაშობს? შვილია ალბათ ხო? ჯიგარმა ცენტრიდან გაიტანა ერთხელ გოლი, როგორ მახსოვს ტელევიზორში ვუყურებდი ))))
რა მაფიაა?
00:31 19-04-2022
0

სიახლეები პოპულარული