ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ორი მატჩი გაიმართა.
თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე "სამგურალთან" უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო და შეხვედრა 0:0 დასრულდა.
გორში 62-ე წუთზე "თელავი" თევზაძემ თავურით დააწინაურა, მაგრამ "დილამ" თამაშის შემოტრიალება შეძლო - გოლები გონსალვესმა და მადინგამ გაიტანეს.
ამ მომენტისთვის "დილა" 18 ქულით მეორე ადგილზეა, თბილისის "დინამო" კი 15 ქულით მესამე პოზიციაზეა. ლიდერობის დაბრუნება ბათუმის "დინამოს" შეუძლია, რომელიც "გაგრას" მასპინძლობს.