ხვიჩა კვარაცხელია მშობლიურ კლუბს დაუპირისპირდება. ბათუმელთა გარემარბი კარიერას თბილისის "დინამოში" იწყებდა. ეს შეხვედრას დამატებით ინტრიგასა და ელფერს სძენს. ასეთივე მდგომარეობაა სტუმართა სხვა წამყვანი მოთამაშეების, ირაკლი აზაროვისა და ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაშიც.
გია გეგუჩაძის გუნდმა გასულ ტურში გამარჯვებების სვლა შეაჩერა და ბოლნისის "სიონს" (1:1) დაუზავდა. გარდა ამისა, ტრავმა მიიღო და დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (9 გოლი,
რაც შეეხებათ თბილისელებს - ქუთაისში "ტორპედოსთან" სკანდალური დაპირისპირება ჰქონდათ, სადაც საბოლოოდ ტექნიკური გამარჯვება (3:0) "დინამოს" ჩაეწერა. ამავდროულად, სადისციპლინო კომიტეტმა თბილისელთა 2 მოთამაშე, გიორგი პაპავა და დმიტრი ანტილევსკი, დასაჯა. თუკი კახა ცხადაძის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურს, მაშინ დღეს გამარჯვება აუცილებლად სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმელთა უპირატესობა, როგორც ქულების, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბევრად დიდი იქნება.
"დინამო არენაზე" შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და სტადიონზე ეროვნული ლიგისთვის უჩვეულო ხალხმრავლობას ველით.
ამავე დროს, მეორეადგილოსანი გორის "დილა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, რომელსაც საშინაო შეხვედრებზე შეზღუდვები დაუწესდა.
დღესვე, 21:00 საათზე, "საბურთალო"-"გაგრა" და "თელავი"-"სიონი" შედგება, ტური კი ხვალ, 4 მაისს (21:00 სთ), "ლოკომოტივი"-"სამგურალით" დასრულდება.
კვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]
აქ მისი ადგილი არ არის
უხეშად არ ეთამაშოთ!!! :)
უბრალოდ უპრეცედენტოდ ხდება და ძალიან ხშირად მის წინააღმდეგ წესის დარღვევა. ბოლნისთან ტრავმა მიიღო, ძლიერად ურტყამდნენ და შეცვლა მოუწიათ. ფეხბურთის თამაში სხვაა და ჭ კლასის მოედანზე რომ დაგლწავენ სხვა.
აბა ბალეტს ხომ არ ეცეკვებიან და ეგ საბჭოთა ფრაზები არ გვინდა რა,არგუმენტად არ გამოდგება.
თუმცა ბევრს კი უნდა აქ დაიმტვრეს და ვერ ითამაშოს მაღალ დონეზე. შურიანი ხალხის მეტი რაა.