საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის "ტორპედომ" განცხადება გაავრცელა:
"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში."
დღეს, 3 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, "ტორპედო" გორის "დილას" ესტუმრება. წინა შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო, ცეცაძის ყოფილი თანაშემწე შოთა ბაბუნაშვილი დისკვალიფიცირებულია. ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისელებს უახლოეს მატჩში გუნდის ანალიტიკოსი თორნიკე შეყილაძე გაუძღვება.
13:48 03-05-2022
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
რაც შეეხება მწვრთნელობას, კაცმა სასწაულებრივად მოიგო ჩემპიონატი, ამას დაამატეთ ორი თასი და სუპერთასები და რამდენი ქართველი მწვრთნელი გეგულებათ მსგავსი მიღწევებით, მართლა მაინტერესებს.