ცენტრალური მატჩი თბილისში ჩატარდა - თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს" დაუზავდა - 0:0.
ამ შეხვედრის მოლოდინი დიდი იყო. Tuttonapoli წერდა, რომ კვარაცხელია დიდ მატჩში მიიღებდა მონაწილეობას. თამაშის პირდაპირი ტელერეპორტაჟი „სეტანტამ“ უკრაინაში განახორციელა. პირველ რიგში, სასიხარულო ისაა, რომ ეროვნული ლიგის მატჩზე „დინამოს“ სტადიონზე 20 ათასზე მეტი მაყურებელი მივიდა და ყველა მასპინძელთა გუნდის აქტიურმა თამაშმა სასიამოვნოდ გააკვირვა. გაბედავას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, კამარასა და მალის დარტყმული ბურთები კი ძელს მოხვდა. შუა პირველ ტაიმში თამაში გათანაბრდა, სტუმრებმა შეუტიეს და 35-ე წუთზე კვარაცხელიას, რომელსაც ყურადღებით მეურვეობდნენ, გატანა პრიეტომ არ დაანება.
მეორე ტაიმი აჭარულმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მარჯვენა ფრთიდან მამუჩაშვილმა ჩააწოდა, დავითაშვილმა მცველს დაასწრო და ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ ხვიჩა ხვადაგიანს გაექცა და ისევ მეკარემ არ გაახსნევინა ანგარიში. ესპანელმა მერე კიდევ ორი სეივი განახორციელა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბოლოს მომენტები გაფრინდაშვილმა და ტეიდმა ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა და ბათუმელებმა დედაქალაქელებთან ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:0
დინამო (თბ) (3-4-3): პრიეტო, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, მალი (სტეფენი 83), ლომინაძე (მოისწრაფიშვილი 67), ოსიყმაშვილი, ხარაბაძე (კ), ბარნსი (კირკიტაძე 67), გაბედავა (ბილენკი 83), კამარა
დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 86), რადინი (ფალავანდიშვილი 86), კვარაცხელია (ჯიღაური 90+2), დავითაშვილი (ფანცულაია 74), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 90+2)
„დილამ“ სახლში „ტორპედოს“ 2:0 სძლია და ლიდერ ბათუმის "დინამოსთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 გონსალვესი (11), 2:0 მაქაცარია (90+4)
ფეხბურთელების მონდომება არ უნდა დავუკარგოთ,დღითიდღე ვხედავთ თუ როგორი მონდომებით,ენთუზიაზმით და შემართებით თამაშობენ ბიჭები მსაჯებიც ნაკლებ შეცდომებს უშვებენ..აქედან გამომდინარე ჩვენსგან რიგითი გულშემატკივრებისგან ღალატი არ უნდა იყოს ერთად მხარდამხარ უნდა დავდგეთ ერთმანეთს უნდა დაუმტკიცოდ რომ ჩვენ ერთმანეთით ვართ ძლიერები და მაგრები აქედან გამომდინარე ჩვენ დავაფასოთ ის რაც ჩვენია რომ უფრო ძლიერები ვიყოთ..
იმედი მაქვს რომ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ და შეძლებისდა გვარად გავალამაზებთ ჩვენს ტრიბუნებს..
რათქმაუნდა მადლობა ხვიჩას და თითოეულ იმ პიროვნებას ვინც ამ დიდ საქმეში მონაწილეობს და რათქმაუნდა მადლობა ქართველ გულიან გულშემატკივრებს!!