"თელავმა" და "საბურთალომ" გაიმარჯვეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში კიდევ ორი მატჩი ჩატარდა.

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე „სიონს“ 2:0 სძლია და 16 ქულით მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა, „სიონი“ კი 10 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზეა.

თელავი. „კავკასიონი არენა“

თელავი - სიონი 2:0
გოლები: 1:0 თოლორდავა (10, პენ), 2:0 თოლორდავა (45+1)

„საბურთალომ“ „გაგრა“ 3:0 დაამარცხა და 18 ქულით ისევ მეოთხე ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 14 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

თბილისი.“მიხეილ მესხი“
საბურთალო - გაგრა 3:0
გოლები: 1:0 სიხარულიძე (59), 2:0 გულიაშვილი (75), 3:0 სიხარულიძე (85)

ტური ხვალ „ლოკომოტივისა“ და „სამგურალის“ დაპირისპირებით
დასრულდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგრამ ეს წაგება დაიმსახურა რაც ძალიან ცუდია და საწყენია ყველა თამაში ძნელია ერთ დონეზე ითამაშოს გუნდმა მთავარია გუნდი ფსიქოლოგიურად არ გატყდეს
ბაჩო
09:05 04-05-2022
0

სიახლეები პოპულარული