საოცარი მატჩი - 10 გოლი, უკრაინელი ლეგიონერის ბენეფისი და ისევ ხორხელები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბოლნისის "სიონმა" თბილისის "დინამოს" საოცრად უხვგოლიან შეხვედრაში უმასპინძლა - 3:7.

სტუმრებმა მატჩი აქტიურად და შედეგიანად დაიწყეს - "დინამოს" უკრაინელმა ლეგიონერმა ბილენკმა ჯერ მალის პასით გაიტანა, მე-18 წუთზე კი კამარას თავად გაატანინა.

თითქოს, თბილისელთა იოლი გამარჯვება გამოიკვეთა, მაგრამ ნიკა და ლუკა ხორხელები ასე არ ფიქრობდნენ - ძმებმა ეროვნულ ლიგაში თავი ისევ გამოიჩინეს და 24-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. კახა ცხადაძის გუნდმა ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი გაიტანა - უკრაინელმა ბილენკმა მოისწრაფიშვილთან ბურთი მშვენივრად გაითამაშა, ულამაზესი გოლი გაიტანა და  დუბლი
შეასრულა, ნიკა მალიმ კი ამჯერად გიორგი გაბედავას გაატანინა.

"დინამოელები" არ ჩერდებოდნენ - 50-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა საიმონ ბენიომ გაიტანა, გიორგი მოისწრაფიშვილმა კი კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა. უჩა სოსიაშვილის ბიჭებმა კვლავ გაიბრძოლეს და ზუსტად 2 წუთში თომა თაბატაძემ ლუკა ხორხელის პასი გამოიყენა.

57-ე წუთზე ცხადაძის გუნდმა 3-ბურთიანი სხვაობა აღადგინა - ოსეის ხარაბაძემ გაატანინა. მატჩს საბოლოო წერტილი 93-ე წუთზე დაესვა - ბილენკს ჰეთ-თრიკი კირკიტაძემ შეასრულებინა. უკრაინელ ფორვარდს ეროვნულ ლიგაში 4 გოლი და 3 შედეგიანი პასი დაუგროვდა.

08.05 ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"

"სიონი" - "დინამო" 2:4

გოლები: 0:1 ბილენკი(4), 0:2 კამარა(18), 1:2 ნ. ხორხელის (21), 2:2 ლ. ხორხელი (24), 2:3 ბილენკი (34), 2:4 გაბედავა (41), 2:5 ბენიო (50), 3:5 თ. ტაბატაძე (52), 3:6 ოსეი (56), 3:7 ბილენკი (90+3)

მომდევნო ტურში, 12 მაისს, თბილისი "დინამო" გორის "დილას" ესტუმრება, "სიონი" კი წყალტუბოს "სამგურალს" მომდევნო დღეს უმასპინძლებს.

altგაიტანს კვარაცხელია?! - ბათუმში ლიდერები დაუპირისპირდებიან

alt"დინამოზე" დაბრუნებული გულშემატკივარი, კარგი თამაში და ზღვა ემოციები მატჩში, რომელსაც მხოლოდ გოლები დააკლდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
"სიონი" მებრძოლი გუნდია, მოტივირებული,პაუზისას დაცვის ხაზი დაიხვეწება და მე-2 ნაწილს აღმავლობით ჩაატარებს, სოსიაშვილს დიდი პოტენციალი გააჩნია.
ავთო
13:36 09-05-2022
1
ეს ხორხელები მაგარი ბავშვები არიან. უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებენ, ისევე როგორც მოისწრაფიშვილი:) და კიდევ ბევრი. გენაცვალეთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული