საფეხბურთო ზეიმი ბათუმში - ხვიჩას გოლი და "დინამოს" გამარჯვება "დილასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის „დინამომ“ სახლში „დილა“ 3:0 დაამარცხა.

ლიდერების მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და საკმაოდ ლამაზი სანახავი იყო. 29-ე წუთზე კვარაცხელიამ დავითაშვილის პასი მიიღო, ორი მეურვე ჩამოიცილა და ლამაზი გოლით მასპინძლები დააწინაურა. სტუმრები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და კაპანაძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო ტაიმის დასასრულს აჭარულმა გუნდმა ანგარიშის გაზრდის შანსი გაუშვა ხელიდან - პირისპირ გასულ ლობჯანიძეს გატანა ბულისკერიამ არ დაანება.

მეორე ტაიმი დაძაბული გამოდგა, უხეშობამ იმატა და მსაჯმა ხუთი ფეხბურთელი გააფრთხილა. 65-ე
წუთზე შორიდან ალთუნაშვილის დარტყმული ბურთი გორელთა გუნდის ხარიხას მოხვდა. შემდეგ ხვიჩამ შეცვლაზე შესული ფლამარიონი ბულისკერიასთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მეკარემ თავისი გუნდი გადაარჩინა. ბოლოს შეცვლაზე შესულმა ჯიღაურმა და გაფრინდაშვილმა დალაშქრეს „დილას“ კარი, „დინამომ“ გაიმარჯვა და მეტოქე 5 ქულით ჩამოიტოვა, რომელმაც ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - დილა“ 3:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (29), 2:0 ჯიღაური (81), 3:0 გაფრინდაშვილი (84)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, მამუჩაშვილი, კობახიძე (კ), რეხვიაშვილი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ზარია 85), რადინი (ბიძინაშვილი 72), დავითაშვილი (გაფრინდაშვილი 78), კვარაცხელია (ჯიღაური 78), ლობჯანიძე (ფლამარიონი 72)

დილა (4-2-1-3): ბულისკერია, სილვა, ჭიჭინაძე, ნონდი, ჩიტეიშვილი, გაგნიძე (კ), სანტოსი, მოსიაშვილი (მადინგა 69), გონსალვესი (დრამე 62), კაპანაძე (მაქაცარია 69), ღუდუშაური (ტავარეში 85)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბათუმელ გულშემატკივარს ვულოცავ ბრწყინვალე გამარჯვებას და იგივეს ვუსურვებ ევროტურნირზე.
გაიოზ გოშაძე
16:37 10-05-2022
0
ბათუმის დინამო აშკარად საუკეთესო გუნდია ჩემპიონატში, მაგრამ აზრი? ზაფხულში ნახევარი გუნდი წავა და… მეორე გოლი აშკარად არ უნდა ჩათვლილიყო.
Musenbezi
13:05 09-05-2022
4

myquiz

სიახლეები პოპულარული