იტალიური მედია კვარაცხელიათი აღფრთოვანებას არ მალავს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა, მისმა ბათუმის "დინამომ" კი გორის "დილა" (3:0) დაამარცხა. მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ქართველი გარემარბის ტრანსფერი დაადასტურა, იტალიური მედიის მხრიდან ხვიჩას მიმართ ინტერესი გაიზარდა. გორელებთან გამარჯვების შემდეგ ისინი "კვარათი" აღფრთოვანებულნი არიან:

Napolipiu:

"გორის "დილასთან" მოგებულ მატჩში ხვიჩამ გაიტანა. ანგარიში სწორედ "ნაპოლის" მომავალმა ფეხბურთელმა გახსნა, შემდეგ კი ბათუმის "დინამოელებმა" კიდევ ორი გაიტანეს.

კვარაცხელიას ძალიან ლამაზი გოლი გამოუვიდა, მეტოქე მოატყუა და მარცხენა ფეხით უზუსტესად დაარტყა. მორიგი დიდებული თამაში
ნეაპოლელთა ახალწვეულისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ მარჯვენა, არამედ მარცხენა ფეხის გამოყენებაც შეუძლია".

Areanapoli:

"კვარაცხელია ნაპერწკლებს ყრის - მომავალი ნეაპოლელის კიდევ ერთი სუპერგოლი! ის გაოცებას და გატანას აგრძელებს, ივლისიდან კი ქართველი ფეხბურთელი ლუჩანო სპალეტის "ნაპოლის" შეკრებაზე შეუერთდება. ის გუნდში ლორენცო ინსინიეს ადგილს დაიკავებს. მწვრთნელი ხვიჩას ელის, რათა მისი ახლოდან შეფასება შეძლოს. ნეაპოლელ ტიფოზებსაც ძალიან აინტერესებთ კვარაცხელიას საქმეში მალე ნახვა. ის შეიძლება იყოს ფეხბურთელი, რომელიც მათ ძალიან გაახარებს."

უახლოეს ტურში, 12 მაისს,  ბათუმის "დინამო" და კვარაცხელია "საბურთალოს" რუსთავში ეწვევიან.

altსაფეხბურთო ზეიმი ბათუმში - ხვიჩას გოლი და "დინამოს" გამარჯვება "დილასთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
უცხოური პრესა აქებს, რასაც ვერ ვიტყვით ქართველებზე. ალბათ ქებით არ გავაფუჭოთო და ერიდებიან :))
Winter
14:22 09-05-2022
4

სიახლეები პოპულარული