მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ თამაშის ტემპი დააგდეს, სტუმრები კი მატჩის დასასრულს გააქტიურდნენ და ანგარიში შეამცირეს.
„სამგურალი“ 20 ქულით მეხუთე ადგილზეა, ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდა და 13 მაისს ბოლნისში „სიონს“ შეხვდება, ხოლო 16 ქულით მეექვსე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ იმავე დღეს „გაგრას“ უმასპინძლებს.
წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - თელავი 2:1
გოლები: 1:0 რუხაძე (4), 2:0 კალანდარიშვილი (27), 2:1 ქოჩლაძე (88)