ხვიჩასა და ბათუმელთა მორიგი საფეხბურთო ზეიმი ვერ ვიხილეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "საბურთალომ" და ბათუმის "დინამომ" ქულები გაიყვეს - 0:0

მიხეილ მესხის სახელობის არენის რეკონსტრუქციის გამო მატჩი რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, რომელსაც ძნელია სტადიონი უწოდო. სტუმართა გუნდის სასტარტოში არ იყვნენ კვარაცხელია და დავითაშვილი. თან უსაფრთხოების მიზნით მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული იყო. ყველაფერმა ამან შეხვედრას ხიბლი დაუკარგა.

თამაში თვალსასეირო ვერ გამოდგა, ტემპი დაბალი იყო. 53-ე წუთზე აჭარული გუნდის მწვრთნელმა გეგუჩაძემ შეცვლაზე კვარაცხელია და დავითაშვილი შეუშვა, მომენტები კი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ გულიაშვილსა და სიხარულიძეს გატანა მეკარე კუპატაძემ არ დაანება. ბოლოს
ორივე
გუნდის კარში შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა, თუმცა მსაჯმა მიიჩნია, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეგ იყო და ეგ.

რუსთავი. “ტექნიკური ცენტრი“
საბურთალო - დინამო (ბთ) 0:0

საბურთალო (4-2-3-1): მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, ჩადუნელი, ჯგერენაია, ტაბატაძე (კ), შ.ნონიკაშვილი (ო. მამაგეიშვილი 76), ქარდავა, გულიაშვილი, ლ. ნონიკაშვილი (გ. მამაგეიშვილი 90+2), შინდაგორიძე (ქავთარაძე 58), სიხარულიძე

დინამო (ბთ): (4-4-2): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ჯიღაური, ფალავანდიშვილი, ალთუნაშვილი (ზარია 84), მამუჩაშვილი (კვარაცხელია 53), ლობჯანიძე (დავითაშვილი 53), ფლამარიონი (ფანცულაია 73)

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაჭკაჭი რო ნეხვზე ზის და ბოლო არ რამეს არისო ეგრე მოგვდის რა ძვლივს ხალხი დადის სტადიონზე და პაკაზიუობა ვერ ვხვდები მოკლედ მსოფლიო ჩემპიონები ვართ სიტყვების მოგონებაში
გიორგი
21:50 13-05-2022
0
უღიმღამო თამაში იყო. რაც სტადიონი ის თამაში. მოკლედ სულ ბათუმში უნდა იყოს თამაშები რომ ზეიმი და ფეხბურთი ვმახოთ.
G.LA
15:17 13-05-2022
0

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული