"ტორპედომ" ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „ტორპედომ“ სტუმრად აუტსაიდერი „ლოკომოტივი“ 3:0 დაამარცხა.

"ტორპედო" სრულ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს ადვილად სძლია.

ქუთაისელებმა ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვეს (10 აპრილის მერე პირველად), 14 ქულით მერვე ადგილზე არიან და 17 მაისს „თელავს“ უმასპინძლებენ, ხოლო უქულოდ მყოფი „ლოკომოტივი“ იმავე დღეს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - ტორპედო 0:3
გოლები: 0:1 კუხიანიძე (18), 0:2 ქიმაძე (21), 0:3 კუხიანიძე (69)

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოაშორეს ცეცაძე და გუნდმა მოგება დაიწყო
andro
20:23 13-05-2022
11
ცეცაძე რაშუაშია.. ლოკოს წელს ყველა უგებს ვისაც გაუხარდება
თემო
09:31 14-05-2022
0

სიახლეები პოპულარული