"თელავმა" "გაგრას" გოშთელიანის ლამაზი თავურით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დასკვნით მატჩში „თელავმა“ სახლში „გაგრა“ 1:0 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები ლამაზი თავურით შეცვლაზე შესულმა გოშთელიანმა დააწინაურა. ამის შემდეგ თამაში უფრო სანახაობრივი გახდა, მსაჯმა სტუმართა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "თელავმა" გაიმარჯვა.

ამ გამარჯვების შემდეგ „თელავი“ 19 ქულით მეექვსე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო „გაგრა“, რომელსაც 17 ქულა აქვს, მეშვიდე პოზიციაზე დაქვეითდა.

17 მაისს "თელავი" "ტორპედოს", "გაგრა" კი "სამგურალს" შეხვდება.

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - გაგრა 1:0
გოლი: გოშთელიანი (49)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ მსაჯმა სანამ უნდა იმსაჯოს ასე უნამუსოდ გოლი არ ჩათვალა პენალი არ დადო ჯარიმებზე ხო ლაპარაკი არ არის სირცხვილია ასე ჩაგრავდეს გუნდს ეს აშკარად ჩანდა მერე იტყვიან რატომ აგინებს ყველა მწვრთნელებიან ბალენშიკების ჩათვლით ან სასწრაფოთ დააყენეთ ვიდეო
გია
18:15 14-05-2022
0
კვირკველიას ასეთი შეცდომა არ ეპატიება საბურთალოსთანაც დაუშვა შეცდომები
მიხო
07:10 14-05-2022
0

myquiz

სიახლეები პოპულარული