თამაში ლამაზი სანახავი გახლდათ, მეტადრე, მეორე ტაიმი, რომელიც ორმხრივ შეტევებში წარიმართა. „დინამო“ უპირატესობას ფლობდა, „საბურთალო“ კი სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენეს და დაზავდნენ.
თბილისის "დინამო" 26 ქულით მეორე ადგილზეა და 21 მაისს "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, ხოლო 23 ქულით მეოთხე პოზიციაზე მყოფი "საბურთალო" 22 მაისს "დილას" უმასპინძლებს.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - საბურთალო 0:0
დინამო (თბ) (5-1-3-1): პრიეტო, მალი, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე, პაპავა (კ)
საბურთალო (4-2-3-1): მეგრელიშვილი, უბილავა, ჯგერენაია, ჩადუნელი, ტაბატაძე (კ), ქარდავა, შ. ნონიკაშვილი, შინდაგორიძე (ქავთარაძე 74), ლ. ნონიკაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+3), გულიაშვილი, სიხარულიძე