წიტაიშვილი: მძულს რუსეთი - ბოდიში "ვისლას" ქომაგებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელსაც კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო იძულებული გახდა, ოდესის "ჩერნომორეცი" დაეტოვებინა და კრაკოვის "ვისლაში" იჯარის წესით გადასულიყო. გიომ ახალ გუნდში თავი ურიგოდ როდი წარმოაჩინა, 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ მისი გუნდი პოლონეთის ექსტრაკლასადან გავარდა. მან "ინსტაგრამით" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა:

"ძნელია გუშინდელი დღის გამო სიტყვების მოძებნა. ჯერ მხოლოდ ორი თეზისი.
1. მადლობა, ფანებო. დიდი მადლობა. მიუხედავად შედეგებისა, თქვენ მუდამ გუნდთან ერთად ხართ.
2. ბოდიში, რომ
მოლოდინი ვერ გავამართლე. თქვენ, თქვენი ქალაქი და კლუბი მხოლოდ გამარჯვებებს იმსახურებთ".

წიტაიშვილმა Футбол NEWS-თან ინტერვიუში რუსებთან დამოკიდებულებასა და პოლონურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

"მე კანძერამ (კიევის "დინამოს" პოლონელი მცველი, რომელიც ამჟამად "ლეხში" თამაშობს) მომწერა, რომ "ვისლას" მწვრთნელმა დაურეკა და სთხოვა, დავლაპარაკებოდი. ჰკითხა, როგორი მოთამაშე ვარ, ადამიანი. მე დამაინტერესა, რომ მწვრთნელი ჩემით თავად დაინტერესდა. კანძერამ მითხრა, რომ კარგი კლუბია. პოლონეთში დიდ გუნდად ითვლება, რადგან დიდი ისტორია აქვს. მივიღე წინადადება და აქ ჩამოვედი.

"ჩერნომორეცში" მწვრთნელ მოროზთან თავს კარგად ვგრძნობდი და კიდევ უკეთ ვიგრძენი, როდესაც გრიგორჩუკი მოვიდა. სეზონის წინ ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე წარმატებული იქნებოდა.

ყველაფერი შენ ირგვლივ შენდება. ყველა დახმარებას ცდილობს, შენით ინტერესდება. ეს ძალიან გეხმარება, რადგან ადაპტაციისთვის დრო არ გჭირდება. მე ორჯერ მეტი მოტივაცია და თამაშის სურვილი მაქვს.

უკრაინიდან ბიჭების ჩამოსვლამ ძალიან გამახარა. მათ მაისური უნდოდათ, რომელიც ჩემი სადებიუტო იყო. მინდოდა დამეტოვებინა, მაგრამ რადგან უკრაინის დროშით მოვიდნენ, არ შემეძო უარი მეთქვა და ვაჩუქე. როდესაც უკრაინის დროშას დავინახავ, ისეთივე ემოციები მეუფლება, თითქოს საქართველოს დროშას ვხედავ.

საქართველოშიც ასეთივე სიტუაცია იყო. წაგვართვეს ჩვენი ტერიტორიები და თბილისის აღებას აპირებდნენ. ჩვენთანაც იყო საშინელი მკვლელობები, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურებები. მე ვფიქრობდი, მათ პრეზიდენტი ჰყავთ ცუდი, ხალხი კი არა. თუმცა ამას სამხედროები აკეთებენ, ისინი ხომ რობოტები არ არიან.

როდესაც დავინახე, რას უკეთებდნენ ბავშვებსა და ქალებს, ჩემთვის ამ ერმა არსებობა შეწყვიტა. სიტყვა რუსეთის მიმართ უბრალოდ სიძულვილი მაქვს. უკრაინა ჩემი სახლია, მე იქ გავიზარდე".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა თქმა უნდა რუსული იმპერიალიზმის დამნაშავე,მაგრამ დანარჩენებიც კარგად ვუწყობთ ხელს,ვიღაცეებს ომი უნდათ და უკრაინა და საქართველო სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ
ლექსო
16:58 18-05-2022
14
ვისაც რუსები და რუსეთი გიყვართ... მეტს აღარ დავწერ თორემ არ გამოაქვეყნებენ
ვენეციის კომისია
13:00 18-05-2022
4

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული