ბათუმის "დინამოს" მეკარეს ქართველების ექსკლუბს უკავშირებენ

AutoSharing Option
როგორც პოლონური SportoweFascty წერს, ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე პოლონურ "ლეგიას" სურს.

ვარშაველთა კარს ახლა პოლონეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, 42 წლის არტურ ბორუცი იცავს, რომელსაც მდიდარი საკლუბო კარიერა ჰქონდა - პრემიერლიგასა და სერია "ა"-ში უთამაშია.

ხსენებულ კლუბში ბათუმის "დინამოს" ამჟამინდელ სპორტულ დირექტორს, ლადო დვალიშვილს, ასევე ვაკო ყაზაიშვილსა და ვაკო გვილიას უთამაშიათ.

"ლეგია" ტიტულოვანი კლუბია, თუმცა წლევანდელი სეზონი ჩაუვარდა. რაც შეეხება 26 წლის კუპატაძეს - მას სამშობლოს გარდა, ლუქსემბურგის "ჟენესშიც" უთამაშია, ეროვნული ნაკრების კარი კი 2-ჯერ დაიცვა.

altსანახაობრივი

მატჩი და გოლების წვიმა ბათუმში [VIDEO]

altლაზარე კუპატაძეს ლუქსემბურგის ჩემპიონატზე ლევან ყენიას გუნდმა 3 გოლი გაუტანა

altევროტურნირების წინ "საბურთალომ" ლაზარე კუპატაძე დაიბრუნა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული