
Sportall.ge-ს მოპოვებული ინფორმაციით, გავრცელებული ხმები დადასტურდა და ქუთაისურ კლუბში კახა ჩხეტიანი დაბრუნდება.
მოგეხსენებათ, ჩხეტიანმა "ტორპედოსთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოიპოვა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი პლეი-ოფში ითამაშა.
ქუთაისურ კლუბს ბოლოს გია ცეცაძე წვრთნიდა. "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზეა, უახლოეს ტურში, 21 მაისს კი, წყალტუბოს "სამგურალს" ესტუმრება.
"ტორპედოში" ჩხეტიანი ბრუნდება?