ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, პარასკევს, 20 მაისს, კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.

Sportall.ge-ს მოპოვებული ინფორმაციით, გავრცელებული ხმები დადასტურდა და ქუთაისურ კლუბში კახა ჩხეტიანი დაბრუნდება.

მოგეხსენებათ, ჩხეტიანმა "ტორპედოსთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოიპოვა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი პლეი-ოფში ითამაშა.

ქუთაისურ კლუბს ბოლოს გია ცეცაძე წვრთნიდა. "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზეა, უახლოეს ტურში, 21 მაისს კი, წყალტუბოს "სამგურალს" ესტუმრება.

alt"ტორპედოში" ჩხეტიანი ბრუნდება?

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები... მაგრამ რატო დაატარებთ ამ კაცს აქეთ იქით... ჩამოვყალიბდით ბოლობოლო...
ტორპედოელი
12:44 20-05-2022
0
ტორპედოს მწვრთნელი უნდა იყოს, სულით და გულით ამ გუნდის წევრი! (ისევე როგორც დინამოსი დინამოელი) ჩხეტიანი იყო ასეთი მანამ, სანამ დინამოში არ გადავიდა! ამიტომ ტორპედოში ამჟამინდელი მისი დაბრუნებაც უკვე კრახისთვისაა განწირული!
ტარიელ მაღალდაძე
11:23 20-05-2022
0

სიახლეები პოპულარული