ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, პარასკევს, 20 მაისს, კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.

Sportall.ge-ს მოპოვებული ინფორმაციით, გავრცელებული ხმები დადასტურდა და ქუთაისურ კლუბში კახა ჩხეტიანი დაბრუნდება.

მოგეხსენებათ, ჩხეტიანმა "ტორპედოსთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოიპოვა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი პლეი-ოფში ითამაშა.

ქუთაისურ კლუბს ბოლოს გია ცეცაძე წვრთნიდა. "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზეა, უახლოეს ტურში, 21 მაისს კი, წყალტუბოს "სამგურალს" ესტუმრება.

alt"ტორპედოში" ჩხეტიანი ბრუნდება?

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები... მაგრამ რატო დაატარებთ ამ კაცს აქეთ იქით... ჩამოვყალიბდით ბოლობოლო...
ტორპედოელი
20 მაისი 2022 12:44
0
ტორპედოს მწვრთნელი უნდა იყოს, სულით და გულით ამ გუნდის წევრი! (ისევე როგორც დინამოსი დინამოელი) ჩხეტიანი იყო ასეთი მანამ, სანამ დინამოში არ გადავიდა! ამიტომ ტორპედოში ამჟამინდელი მისი დაბრუნებაც უკვე კრახისთვისაა განწირული!
ტარიელ მაღალდაძე
20 მაისი 2022 11:23
0
ქუთაისლებო ბოლოსდაბოლოს მიანიჭეთ ამ კაცს სერის წოდება, სერ კახაიე ჩხეტიანი. ( ფერგუსონის პონტში)
გიორგი
20 მაისი 2022 06:54
2
აბა რა! სუპერ!
niko
19 მაისი 2022 21:03
7
მერამდენედ?
irakli
19 მაისი 2022 16:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული