პირველი ტაიმის დასასრულს „დინამო“ პენალტით მოისწრაფიშვილმა დააწინაურა, 65-ე წუთზე კი შორიდან „ლოკოს“ კარი მექვაბიშვილმა დალაშქრა.
თბილისის „დინამო“ 29 ქულით მეორე ადგილზეა და 25 მაისს „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო უქულო „ლოკომოტივი“ 27 მაისს გორში „დილას“ დაუპირისპირდება.
საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 მოისწრაფიშვილი (45+3, პენ), 0:2 მექვაბიშვილი (65)